ფიფამ VAR-ის ავსტრალიელ მსაჯ შონ ევანსისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. ეს გახლავთ არბიტრი, რომელიც გერმანიის და კურასაოს მატჩის დროს იჯდა მონიტორთან. პროტოკოლით ასეა: მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვედრების დაწყების წინ ჯერ აჩვენებენ მთავარ მსაჯს, შემდეგ მსაჯთა მთელს გუნდს, მერე კადრი VAR-ის ოთახზე გადადის. აქ მსხდომი ადამიანები მონიტორებს უყურებენ, მაგრამ ისინი აგრეთვე პოზიორობენ კამერის წინაშე და ეკრანზე მათი გვარები იწერება.
კვირას, როდესაც კამერამ ევანსი აჩვენა, ის ჯერ ხელებდაშვებული იდგა, შემდეგ კი გადაბრუნებული OK აჩვენა. ამ ჟესტს მსოფლიოში ორი მნიშვნელობა აქვს. ერთი უწყინარია, ხოლო მეორე თეთრკანიანთა უპირატესობას ნიშნავს.
საგულისხმოა, რომ გერმანია-კურასაოს მატჩის ანუ ამ ინციდენტის შემდეგ VAR-ის არბიტრებს მხოლოდ სახით მონიტორისკენ აჩვენებენ. პოზირება დამთავრდა.
38 წლის ევანსმა თავისი საქციელი საზოგადოებას ასე აუხსნა: „ინციდენტის გაშუქებისას ჩემი პიროვნება არ გამოჩნდა. რასაკვირველია მესმის, თუ როგორ გაიგეს ეს ჟესტი, მაგრამ მსურს მაქსიმალურად მკაფიოდ განვმარტო, რომ მეს ის შეგნებულად და გააზრებულად არ გამიკეთებია. მატჩის მსვლელობისას გადაღებული სხვა კადრებიდან ჩანს, რომ ამავე მოძრაობას ხელში საწერი კალმით მერეც ბევრჯერ ვაკეთებ“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
