კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში

Home სიახლეები კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში

„დინამოს“ და ინგლისურ „უოტფორდს“ შორის ნიკოლოზ ჩიქოვანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ოფიციალურად შედგა.

ნიკოლოზ ჩიქოვანი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი მიმდინარე წლის მარტში „სამგურალთან“ მატჩში ჰქონდა.

მადლობას ვუხდით ნიკოლოზს „დინამოში“ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას ვუსურვებთ კარიერის ახალ ეტაპზე“, – წერია „დინამოს“ გავრცელებულ ცნობაში.

18 წლის ნიკოლოზ ჩიქოვანმა „დინამოში“ ცხრა მატჩი ჩაატარა, ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.

„უოტფორდი“ მისი ტრანსფერით ჯერ კიდევ შარშან, თბილისში გამართული ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშების დროს დაინტერესედა. აღნიშნულ ტურნირზე ჩიქოვანმა „უოტფორდთან“ მატჩში თავი გოლითაც გამოიჩინა.

თუმცა ინგლისური კანონებიდან გამომდინარე, ჩიქოვანს ჯერ თამაშის უფლება არ აქვს და ბრიტანეთში სამუშაო ვიზისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოგვარებამდმე, ინგლისური კლუბი ქართველ ფეხბურთელს იჯარით ბელგიის კლუბ „შარლერუაში“ გაუშვებს.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.