„დინამოს“ და ინგლისურ „უოტფორდს“ შორის ნიკოლოზ ჩიქოვანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ოფიციალურად შედგა. ნიკოლოზ ჩიქოვანი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი მიმდინარე წლის მარტში „სამგურალთან“ მატჩში ჰქონდა. მადლობას ვუხდით ნიკოლოზს „დინამოში“ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას ვუსურვებთ კარიერის ახალ ეტაპზე“, – წერია „დინამოს“ გავრცელებულ ცნობაში. 18 წლის ნიკოლოზ ჩიქოვანმა „დინამოში“ ცხრა მატჩი ჩაატარა, ის საქართველოს 19-წლამდელთა...
