ზაბარნის ზამთარში გაყიდვას უპირებენ

ზაბარნის ზამთარში გაყიდვას უპირებენ

უკრაინული პრესა წერს, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ილია ზაბარნის გაყიდის.  პარიზული კლუბი ცენტრალური მცველით უკმაყოფილოა. ზაბარნის „პარკ დე პრენსზე“ პირველი სეზონი უხეირო ჰქონდა, მაგრამ ლუის ენრიკე უკრაინელს მაინც ენდობოდა. ამის შემდეგ დაიწყო ახალი, 2026-27 წლების სეზონი და ფეხბურთელმა  კვლავ ვერ გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც ესპანელმა სპეციალისტმა მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა.  

პსჟ-ში მიაჩნიათ, რომ ზაბარნი დაცვაში საიმედოდ ვერ თამაშობს, მათ კი სჭირდებათ უკანახაზელი, რომელიც მარკინიოსს და ვილიან პაჩოს დროგამოშვებით სულის მოთქმის საშუალებას მისცემს. უკრაინელმა ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა.

როგორც sports.ua წერს, შექმნილი მდგომარეობით სავარაუდოდ ინგლისური კლუბები ისარგებლებენ და შეეცდებიან ზაბარნი იმაზე იაფად იყიდონ, ვიდრე პსჟ-მ „ბორნმუთს“ გადაუხადა. უკრაინელ მცველს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს.

ილია ზაბარნი „პარი სენ ჟერმენს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდა. პარიზელებმა მასში 63 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.