ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ინდივიდუალური დღე საქართველოს დელეგაციამ მედლის გარეშე დაასრულა. მძიმე წონებში სამი მონაწილე გვაყვდა – გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და სოფიო სომხიშვილი.
თუშიშვილმა ორი წრე გაიარა: ჯერ მონღოლი ცეცენცენგელ ოდხუუ დაამარცხა, შემდეგ – გვინეელი მუსტაფა ფოფანა; თუმცა, მერვედფინალში თავად წააგო რუს ვალერი ენდოვიცკისთან;
დემეტრაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო უზბეკ ტურობოევთან, ხოლო სომხიშვილმა ასევე პირველივე ბრძოლა რუს მარია ივანოვასთან დათმო.
საქართველოს დელეგაციის აქტივში ოთხი მედალია: ილია სულამანიძემ (100 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროები აიღეს; ვერცხლი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ირგუნა, ხოლო ბრინჯაო – გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ).
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მეორე ადგილზეა და მხოლოდ იაპონიას ჩამორჩება. თუ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური მძმე წონის ფინალს მოიგებს, მესამეზე ჩამოინაცვლებს.
11 ოქტომბერს, 09:30 საათიდან გუნდური შეჯიბრი გაიმართება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
სიახლეები09/10/2026 | 23:16სულამანიძის წითელი არშია
სიახლეები07/10/2026 | 23:11ტატოს ზედიზედ მეექვსე ფინალი და მეოთხე ტიტული…
