ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ინდივიდუალური დღე საქართველოს დელეგაციამ მედლის გარეშე დაასრულა. მძიმე წონებში სამი მონაწილე გვაყვდა – გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და სოფიო სომხიშვილი. თუშიშვილმა ორი წრე გაიარა: ჯერ მონღოლი ცეცენცენგელ ოდხუუ დაამარცხა, შემდეგ – გვინეელი მუსტაფა ფოფანა; თუმცა, მერვედფინალში თავად წააგო რუს ვალერი ენდოვიცკისთან; დემეტრაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო უზბეკ ტურობოევთან, ხოლო სომხიშვილმა...
