სერია A-ს მე-6 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდთან „ნაპოლისთან“ სტუმრად 0:3 წააგო. „სტადიო მარადონაზე“ გამართულ შეხვედრაში ყურადღება ძირითადად ნეაპოლელებმა მიიპყრეს. ყველას თვალი მოჭრა, რომ სამიდან ორი გოლი ვეტერანმა ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა გაიტანა –29-ე წუთზე (პენალტით) და 94-ზე. კიდევ ერთი გოლი ჰოლანდიელმა ნოა ლანგმა (32-ე წუთზე) შეაგდო. ამ შეხვედრას წინ უძღოდა „აძურის“ ფრე ფლორენციაში, რომლის მერეც ფეხბურთელები ორი კვირით სანაკრებო საქმეებზე გადაერთნენ.
ამრიგად, მასიმილიანო ალეგრის გუნდს 10 ქულა აქვს, იმდენი, რამდენიც მისი სეხნიის, ალვინის გუნდს, რომლისგანაც სეზონის ასეთ სტარტს არავინ ელოდა. აქამდე „ფროზინონეს“ მხოლოდ „იუვენტუსთან“ ჰქონდა წაგებული და ასეთი კარგი დასაწყისის ერთ-ერთი მთავარი გმირი კვერნაძე იყო.
ქართველი აქტიური იყო ნეაპოლშიც, თუმცა ამჯერად არ გაუმართლა.
flashscore – 6.9; whoscored – 6.3; sofascore – 6.9; fotmob – 6.7
ამ გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვებიან და 13 ოქტომბერს ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალს“ ესტუმრებიან.
„ფროზინონეს“ შემდეგი შეხვედრა 16 ოქტომბერს შინ „სასუოლოსთან“ ელის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 09:36კვერნაძის გუნდმა კვარას ყოფილ გუნდთან წააგო
მთავარი ამბავი11/10/2026 | 07:53თითქმის იდეალური რე-სტარტი
აქეთურ-იქითური10/10/2026 | 09:18ზაბარნის ზამთარში გაყიდვას უპირებენ
მთავარი ამბავი10/10/2026 | 08:35ლუის ენრიკე: ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ, რეალურად – გამოჩნდება!
