„პარი სენ ჟერმენმა“ ყოჩაღ „ლე მანს“ ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში შინ 3:1 მოუგო და ახლა ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ სათამაშოდ ინგლისს უნდა გაემგზავროს. როგორც საიტი maxifoot წერს, პარიზელებმა ეს დიდწილად შეცვლაზე შესული ფეხბურთელების წყალობით გააკეთეს. პორტალი ამბობს, რომ სანაკრებო ორკვირეულის შემდეგ ეს იყო პსჟ-ს თითქმის იდეალური რე-სტარტი.
პარიზელები „ლე მანთან“ შეხვედრაში დაცვაში რამდენჯერმე შეცდნენ, მაგრამ შეტევაში ძველებური სიმწვავე აღიდგინეს. შეხვედრის ბედი ფაქტობრივად 61-ე წუთზე ორი წუთის შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაწყვიტა, თუმცა მოედანზე მასთან ერთად გამოჩენილმა უორენ ზაირ-ემერიმაც იყოჩაღა, როდესაც 7 წუთის შემდეგ მაგნეს აკლიუშს საგოლე პასი მიაწოდა. ამ ეპიზოდში აკლიუშის ოსტატური დარტყმა და ახალ გუნდში პირველი გოლი იყო განსაკუთრებით საინტერესო. მან შეხვედრას წერტილი დაუსვა. მანამდე კი ანგარიში იყო 1:1. ანგარიში ლუკას ბერალდომ მე-19 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, ხოლო 54-ზე ლუის მაფუტამ გაათანაბრა.

პსჟ-სა და „ლე მანის“ შეხვედრაში პენალტების ამბავი იყო საინტერესო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ანგარიში ბერალდომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. პენალტი აშრაფ ჰაკიმიმ მოინადირა – „ლე მანის“ მარტინიკელმა მცველმა ჰაროლდ ვოიერმა საჯარიმოში ხელით ითამაშა. შეხვედრის მიწურულს კი მსაჯმა ლუკა ერნანდესის წაქცევისთვის სტუმრების კარში კიდევ ერთი პენალტი დანიშნა, რომელიც დეზირე დუემ დაარტყა, მაგრამ ნიკოლა კოსიკმა მოიგერია. აქ არბიტრმა შეამჩნია, რომ საჯარიმოში დასამატებლად შევარდნილი ვიტინიაც წააქციეს და მორიგი თერთმეტმეტრიანის დარტყმა ბრძანა, მაგრამ ეპიზოდი VAR-მა გადაამოწმა და ჩათვალა, რომ ვიტინია საჯარიმოში ადრე შევარდა.
flashscore-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კვარაცხელია დაასახელა და მას 7.9 ქულა დაუწერა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საიტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ საუკეთესოდ აკლიუში მიიჩნია და სტადიონზეც ჯილდო მას გადასცეს.
კვარაცხელიას შეფასებები: whoscored – 7.3; sofascore – 7.3; fotmob – 7.7
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი11/10/2026 | 07:53თითქმის იდეალური რე-სტარტი
აქეთურ-იქითური10/10/2026 | 09:18ზაბარნის ზამთარში გაყიდვას უპირებენ
მთავარი ამბავი10/10/2026 | 08:35ლუის ენრიკე: ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ, რეალურად – გამოჩნდება!
აქეთურ-იქითური09/10/2026 | 08:25კვარა ლე მანთან სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს?
