ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი პირველად ტატო გრიგალაშვილმა ააჟღერა, რომელმაც გიორგი სარდალაშვილისა (ბრინჯაო) და ეთერ ლიპარტელიანის (ვერცხლი) დაწყებული საქმე ოქროთი გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილი ზედიზედ მეექვსედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და მეოთხედ გახდა ამ წონის უძლიერესი.
გრიგალაშვილმა ოქროსკენ მიმავალ გაზაზე საამიროების წარმომადგენელ ჰაჯიმურატ ომაროვი (2 იუოკი; ვაზარი), შვეიცარიელი აურელიან ბონფეროვი (ვაზარი; იპონი), სლოვენიელი ნიკ ნერკოვიჩი (3 გაფრთხილება) და სერბი მიხაილო სიმინი (3 გაფრთხილება) დაამარცხა, ფინალში კი მასპინძელ ზელიმ ცკაევზე სძლია.
ფინალის ძირითადი დრო გდებების გარეშე დასრულდა. „გოლდენ სკორში“ ტატოს ჯერ მომგებიანი იუკო გაუუქმეს, მაგრამ მეტოქე ვაზარიზე მაინც დააგდო და მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლკბეკის უმაღლეს საფეხურზე მეოთხედ შედგა.
8 ოქტომბერს საქმეში 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურსა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ლუკა მაისურაძეს ვიხილავთ.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/10/2026 | 23:11ტატოს ზედიზედ მეექვსე ფინალი და მეოთხე ტიტული…
სიახლეები06/10/2026 | 22:49ახალგაზრდულმა გერმანიაში წააგო
სიახლეები06/10/2026 | 01:41მეოთხე უგოლო მატჩი და ფრე
სიახლეები29/09/2026 | 02:04სვანაძის უგოლო დებიუტი
