ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენში’’ სიახლე ის არის, რომ ბელგიელი თავდამსხმელი ლუკა სტასენი დიდი მონდომების მიუხედავად ვერსად წავიდა. ლიგა 1-ში ახალაღზევებული „პარიზი’’ ზოგი წყაროს თანახმად „მწვანეებს’’ 26 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ მათ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. შედეგად, თავდასხმაში ზურიკოს მეწყვილეს ჯერჯერობით „სენტ ეტიენში’’ მოუწევს თამაშის გაგრძელება.
„სტეფანუასთან’’ დაკავშირებული საიტები ხაზს უსვამენ კლუბის ხელმძღვანელთა სიმტკიცეს, იმ ფაქტს, რომ ისინი ფულს არ დახარბდნენ. იყო გამოცემები, რომელთაც დაწერეს, თითქოს „პარიზმა’’ სატრანსფერო ბაზრის დახურვის დღეს 26 მილიონს ბონუსის სახით კიდევ 3 მილიონი დაამატა, მაგრამ „ეკიპისა’’ და „პროგრესის’’ თქმით, სინამდვილეში დედაქალაქის კლუბი „სენტ ეტიენს’’ ასეთ დიდ თანხას არ სთავაზობდა.
„ტრანსფერმარკტის’’ შეფასებით ლუკა სტასენის ფასი 18 მილიონი ევროა.
ბელგიელის დარჩენა იმას ნიშნავს, „სენტ ეტიენის’’ შანსი მასთან და ზირიკოსთან ერთად წლეულსვე დაბრუნდეს ლიგა 1-ში მნიშვნელოვნად იზრდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/08/2026 | 08:33გენდუზის გადარევა
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 07:21ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
