ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად „ნიცასთან“ 1:4 დამარცხდა და ლიგა 2-ში დარჩა. „ნიცამ“ ლიგა 1-ში შეინარჩუნა ადგილი. პირველი მატჩი „ჟოფრუა გიშარზე“ 0:0 დამთავრდა. ნიცელებმა ერთი კვირის წინანდელთან შედარებით თავი გაცილებით უკეთ წარმოაჩინეს, რაშიც ელიე ვაის დაბრუნებამ შეუწყოთ ხელი. კოტ დ’ივუარელმა ორი გოლი გაიტანა. „სენტ ეტიენს“ ცუდად არ უთამაშია, მაგრამ „მწვანეებს“ უმაღლეს დივიზიონში...
ჭდე: სენტ ეტიენი
უნაპერწკლოები
ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ნიცასთან“ პირველ შეხვედრაში შინ 0:0 ითამაშა. 29 მაისს საპასუხო მატჩში გაირკვევა ამ ორიდან რომელი ითამაშებს ლიგა 1-ში და რომელი ლიგა 2-ში. შეგახსენებთ, რომ „ნანტი“ და „მეცი“ უმაღლესი დივიზიონიდან პირდაპირ გავარდნენ, ხოლო „ტროა“ და „ლე მანი“ ქვედა ლიგიდან აღზევდნენ. საფრანგეთში ერთი პოზიციაღა დარჩა გასარკვევი. შეხვედრა რომელიც „ჟოფრუა გიშარზე“ გაიმართა სანახაობრივი არ გამოვიდა....
ზურიკო ლიგა 1-ისკენ მიიწევს
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა’’ „ლავალს’’ 2:1 მოუგო. შეხვედრა მასპინძლებისთვის იდეალურად დაიწყო: ბენ ოლდმა ბურთი შორეულ ძელთან ჩააწოდა, ილიე არაჯმა კი ხელით ითამაშა. მსაჯმა სამართლიანად დანიშნა პენალტი, რომელიც დავითაშვილმა გაიტანა. ქართველი თავდამსხმელის გოლმა „ჟოფრუა გიშარზე’’ შეკრებილი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. პირველ ტაიმში „სენტ ეტიენი’’ მოწინააღმდეგეს სჯობდა და 30-ე წუთზე ზურიკოს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ...
ჰორნელანდი: ზურიკომ გაკვეთილი ისწავლა
„სენტ ეტიენის’’ ორმა ფეხბურთელმა გასულ ზაფხულს მედიის ყურადღება მიიპყრო და სავარაუდოდ ზამთარშიც იგივე მოხდება. ლაპარაკია ლუკა სტასენსა და ზურიკო დავითაშვილზე, რომელთა შეძენას, როგორც კი სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება, ბევრი მოინდომებს. თუმცა, საინტერესოა, რომ „მწვანეების’’ მწვრთნელს ერიკ ჰორნელანდს ეს როგორც თავად ამბობს მაინცდამაინც არ ადარდებს. ჟურნალისტებთან ქართველი ფეხბურთელის შესახებ ლაპარაკისას ჰორნელანდმა კმაყოფილება გამოხატა, თუმცა არც ის დაუმალავს,...
ზურიკოობა სენტ ეტიენში
„სენტ ეტიენმა’’ შინ ბოლოადგილოსან „ბასტიასთან’’ 2:2 ითამაშა. ამ მატჩამდე კორსიკელებს სტუმრად გოლი არ ჰქონდათ გატანილი. „მწვანეები’’ როგორც თავის ასევე მეტოქის საჯარიმოსთან უყურადღებოდ იყვნენ, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი ის არის, რომ მასპინძლების ორივე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. თავდამსხმელმა, რომელიც ნაახალწლევს შეიძლება „ბეშიქთაშის’’ ფეხბურთელი გახდეს, თავისი გუნდი წაგებისგან იხსნა. მან ორჯერ გაათანაბრა ანგარიში. ქულების დაკარგვის მიუხედავად „სენტ...
ბეშიქთაში სულ უფრო რეალური ხდება
სად დაამთავრებს სეზონს ზურიკო დავითაშვილი? 24 წლის ქართველს ლიგა 2-ის კლუბ „სენტ ეტიენთან’’ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს, მაგრამ ბოლო ცნობების თანახმად ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი ალბათობით სხვაგან გადავა. ზაფხულში „სენტ ეტიენმა’’ ყველა ღონე იხმარა თავდამსხმელი რომ შეენარჩუნებინა. დავითაშვილის შეძენა უნდოდა რამდენიმე კლუბს როგორც საფრანგეთში ასევე მის გარეთ, მაგრამ „მწვანეებმა’’ ის არ გაუშვეს....
ზურიკოს ორი გოლი ჩაშლილი მატჩიდან ექვს თვეში
ექვსი თვის წინ ლიგა 1-ის აუტსაიდერების „მონპელიესა’’ და „სენტ ეტიენის’’ თამაში ვერ დამთავრდა. სტუმრები ლუკა სტასენის გოლების წყალობით 2:0-ს იგებდნენ, როდესაც ტრიბუნაზე არეულობა დაიწყო, მეორე გოლით უკმაყოფილო ფანებმა პიროტექნიკის სროლა დაიწყეს და შეხვედრა შეწყდა. ამჯერად, ლიგა 2-ში იმავე სტადიონზე იმავე გუნდების მატჩი ბოლომდე მივიდა. „მწვანეებმა’’ კვლავ 2:0 მოიგეს, ოღონდ ამჯერად 90 წუთში და ზურიკო დავითაშვილის...
ზურიკოსთან სტასენიც დარჩა
ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენში’’ სიახლე ის არის, რომ ბელგიელი თავდამსხმელი ლუკა სტასენი დიდი მონდომების მიუხედავად ვერსად წავიდა. ლიგა 1-ში ახალაღზევებული „პარიზი’’ ზოგი წყაროს თანახმად „მწვანეებს’’ 26 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ მათ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. შედეგად, თავდასხმაში ზურიკოს მეწყვილეს ჯერჯერობით „სენტ ეტიენში’’ მოუწევს თამაშის გაგრძელება. „სტეფანუასთან’’ დაკავშირებული საიტები ხაზს უსვამენ კლუბის ხელმძღვანელთა სიმტკიცეს, იმ...
ზურიკოსგან განსხვავებით სტასენი ჯერჯერობით ვერ თამაშობს
„სენტ ეტიენის’’ ფეხბურთელებიდან პრობლემა ორს აქვს, ბელგიელ ლუკა სტასენსა და ქართველ ზურიკო დავითაშვილს. მათ ლიგა 2-ში თამაში არ სურთ, ახალ კლუბს ეძებენ. დავითაშვილმა ძებნის პარალელურად ახალ სეზონში გოლების გატანა დაიწყო, აი, სტასენი კი პრე-სეზონზე დაშავდა, „ლავალსა’’ და „როდეზთან’’ შეხვედრები გამოტოვა („როდეზთან’’ ბოლო 7 წუთით შევიდა დავითაშვილის ნაცვლად) და მოედანს მხოლოდ მესამე ტურში, „ბულონთან’’ დაუბრუნდა. სტასენის...
ზურიკოს ფრონტზე ცვლილებები არაა
„სენტ ეტიენს’’ ხვალ „ბულონთან’’ სტუმრად აქვს საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრა. მანამდე კი ფრანგული პრესა „მწვანეების’’ კლუბში შექმნილ ვითარებას შეგვახსენებს, სადაც ყველაზე რთულად კვლავ ზურიკო დავითაშვილისა და ლუკა სტასენის საქმეა. სატრანსფერო ბაზრის გახსნის დღიდან „სენტ ეტიენმა’’ 25 მილიონი ევრო დახარჯა. კლუბის ამოცანა ლიგა 1-ში დაუყოვნებლივი დაბრუნებაა. საყოველთაო აზრით ერიკ ჰორნელანდს საფრანგეთის მეორე ლიგაში ყველაზე...









