„პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონია – ლიგა 1-მა პარიზული კლუბი ჩემპიონად გამოაცხადა. პსჟ მეათედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ამ მხრივ „სენტ ეტიენს“ დაეწია. მეათედ გაჩემპიონებაში პსჟ-ს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედვარდ ფილიპი „წაეხმარა“, ვინაც რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ საფრანგეთში ყველა სპორტული ღონისძიება სექტემბრამდე იკრძალება. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ მოვლენები დააჩქარა – პსჟ-ს პრემიერის დახმარების...
