ჭდე: სენტ ეტიენი

Home სენტ ეტიენი
ზურიკოს ახალი თანაგუნდელი
ჩანაწერი

ზურიკოს ახალი თანაგუნდელი

ზურიკო დავითაშვილის გუნდში სიახლეა: „სენტ ეტიენს’’ „აუგსბურგიდან’’ ირვინ კარდონა უბრუნდება. კარდონა 27 წლის ფრანგი ფორვარდი და გარემარბია. ის საფრანგეთის გარდა მალტის მოქალაქეა. მისი სამუშაო ფეხია მარჯვენა. ის გერმანული კლუბის საკუთრებაა, მაგრამ 2024 წელს იჯარით „სენტ ეტიენში’’ თამაშობდა, შემდეგ კი „ესპანიოლში’’ იყო, სადაც 16 შეხვედრა ჩაატარა. „სამშაბათს „სენტ ეტიენმა’’ და „აუგსბურგმა’’ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც კარდონა...

ზურიკოს დღე
ჩანაწერი

ზურიკოს დღე

„ის დიდებული იყო, ძლიერად ითამაშა. მეტიც შეეძლო, რადგან ბევრი მომენტი შექმნა. მინდა ჩვენი გუნდის ყველა შემტევის დამსახურება აღვნიშნო, თუმცა ზურიკოს რასაკვირველია  გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა. მისთვის ეს დღე შეიძლება გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს. ჩვენ მას ზაფხულში, ამხანაგურ შეხვედრებში მთელი რიგი თვისებები შევამჩნიეთ. მას აშკარად აქვს ჩინებული უნარები, თუმცა სრულყოფილებამდე ჯერ დიდი გზაა’’, ― თქვა „სენტ ეტიენისა’’ და...

ზურიკო ერთი თავით წინ
ჩანაწერი

ზურიკო ერთი თავით წინ

მან შეიძლება გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ყველას ვინც იმ დღეს მოედანზე იყო, ერთი თავით სჯობდა. როგორც ჩანს „ბორდოს” ყოფილი მოთამაშე „სენტ ეტიენის” ჭკვიანური შეანძენია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულ გუნდს შეტევის ჟინით აღავსებს, — წერს პორტალი getfootball ლიგა 1-ის მეოთხე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც „სენტ ეტიენმა” „ლილს” 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-6...

ზურიკო გამწვანდა
ჩანაწერი

ზურიკო გამწვანდა

„ეკიპის” ცნობით „სენტ ეტიენი” „ბორდოსგან” საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევს ზურიკო დავითაშვილს ყიდულობს. გავლენიანი ფრანგული გაზეთი წერს, რომ საკითხი მოგვარებულია. „მწვანეები” ჟირონდისტებს 6 მილიონ ევროს გადაუხდიან და თუ ტრანსფერი გაამართლებს, ბონუსებსაც დაამატებენ. ლიგა 1-ში ადგილის დაბევების შემდეგ „სენტ ეტიენი” შემადგენლობის გაძლიერებას შეუდგა. უპირველეს ყოვლისა მან „რეიმსის” ყოფილი კაპიტანი, 36 წლის იუნის აბდელჰამიდი დაიმატა. ვეტერანი გუნდს...

გახდება ზურიკო ჟირონდისტი?
ჩანაწერი

გახდება ზურიკო ჟირონდისტი?

ჟორჟ მიქაუტაძის „მეცი” ფლეი-ოფში „სენტ ეტიენმა” დაამარცხა. ეს გახლავთ გუნდი, რომელიც ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გავიდა, ლიგა 1-ში აღზევდა და ახლა გაძლიერება სურს. ამ მიზნით, Foot Mercato-ს ინფორმაციით ის 23 წლის ქართველი შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატებას ცდილობს. „სენტ ეტიენმა” ორი სეზონი ლიგა 2-ში გაატარა. ახლა მას უმაღლეს ეშელონში დარჩენა აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი. კლუბს როგორც იქნა...

სენტ ეტიენი გავარდა და გასახდელში შევარდა
ჩანაწერი

სენტ ეტიენი გავარდა და გასახდელში შევარდა

„სენტ ეტიენის” გულშემატკივრებმა თავის ფეხბურთელებს მაშხალები დაუშინეს. მიზეზი: ლიგა 1-ში გატარებული 18 წლის შემდეგ გუნდი ლიგა 2-ში გავარდა. „სენტ ეტიენი” ქვედა დივიზიონში „ოსერმა” გააგდო, რომელმაც ლიგა 2-ში მესამე ადგილი დაიკავა და გადათამაშებაში მოხვდა. გუნდების დაპირისპირება ორი შეხვედრის ჯამში დასრულდა 2:2. „სენტ ეტიენი” პენალტებში დამარცხდა. თამაში რომ დამთავრდა, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები მოედანზე ჩახტნენ და ფეხბურთელებს გასახდელებში...

ზღაპარი: მშენებლობიდან ნიუკასლში
ჩანაწერი

ზღაპარი: მშენებლობიდან ნიუკასლში

სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, მაგრამ ინგლისურმა „ნიუკასლმა“ ახალგაზრდულ გუნდში 23 წლის ფრანგი ფლორან ინდალესიო დაიმატა. ბიჭს სპეციალურად გასინჯეს. ისედაც კარგად ითამაშა და მაკრატელათი გატანილი გოლით საბოლოოდ მოიგო სტივ ბრუსის გული. თუმცა, გოლზე უფრო საინტერესო ფლორანის ისტორიაა. 15 წლამდე „სენტ-ეტიენის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, საიდანაც დისციპლინის ხშირი დარღვევისთვის გარიცხეს. მალევე ყმაწვილს ძვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობამ რამდენიმე...

მბაპე დაიმტვრა, პსჟ-მ თასი მოიგო 🎥
ჩანაწერი

მბაპე დაიმტვრა, პსჟ-მ თასი მოიგო 🎥

მიიღებს კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ თამაშებში მონაწილეობას თუ ვერა? ეს კითხვა მას მერე გახდა აქტუალური, რაც საფრანგეთის თასის ფინალში, სადაც „პარი სენ ჟერმენმა” „სენტ ეტიენს” ნეიმარის გოლით 1:0 მოუგო, ვარსკვლავმა მოედანი ყავარჯნებით დატოვა. ეს „სტად დე ფრანსზე” მოხდა, თამაშის 31-ე წუთზე (პარიზელები უკვე 1:0-ს იგებდნენ), როდესაც 22 წლის თავდამსხმელი, როგორც სჩვევია, მეტოქის კარისკენ ქარივით...

ფრანგი ფეხბურთელების რევოლუცია
ჩანაწერი

ფრანგი ფეხბურთელების რევოლუცია

საფრანგეთის ჩემპიონატი ბოლოს 52 წლის წინ შეწყდა. თუ ახლა მიზეზი კორონავირუსია, მაშინდელი პაუზის მიზეზი ფრანგი ხალხისთვის ყველა კარგი გართობა იყო – პროტესტი, რომელშიც მონაწილეობა ფეხბურთელებმაც მიიღეს. რევოლუციებითა და გაფიცვებით ცნობილ საფრანგეთში მსგავი გამოსვლები უცხო ნამდვილად არის, მაგრამ 1968 წლის მაისში პროსტესტი 10 მილიონამდე ადამიანმა გამოხატა. ასეთი მასშტაბური გაფიცვა ფრანგებს 1936 წლის შემდეგ არ ენახათ. მასობრივ...

სანამ სენტ ეტიენი ტიტულებისგან ისვენებდა…
ჩანაწერი

სანამ სენტ ეტიენი ტიტულებისგან ისვენებდა…

„პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონია – ლიგა 1-მა პარიზული კლუბი ჩემპიონად გამოაცხადა. პსჟ მეათედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ამ მხრივ „სენტ ეტიენს“ დაეწია. მეათედ გაჩემპიონებაში პსჟ-ს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედვარდ ფილიპი „წაეხმარა“, ვინაც რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ საფრანგეთში ყველა სპორტული ღონისძიება სექტემბრამდე იკრძალება. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ მოვლენები დააჩქარა – პსჟ-ს პრემიერის დახმარების...