მიიღებს კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ თამაშებში მონაწილეობას თუ ვერა? ეს კითხვა მას მერე გახდა აქტუალური, რაც საფრანგეთის თასის ფინალში, სადაც „პარი სენ ჟერმენმა” „სენტ ეტიენს” ნეიმარის გოლით 1:0 მოუგო, ვარსკვლავმა მოედანი ყავარჯნებით დატოვა.
ეს „სტად დე ფრანსზე” მოხდა, თამაშის 31-ე წუთზე (პარიზელები უკვე 1:0-ს იგებდნენ), როდესაც 22 წლის თავდამსხმელი, როგორც სჩვევია, მეტოქის კარისკენ ქარივით გაიჭრა, ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა ლოიკ პერენმა ვარდნაში სცადა მისთვის ბურთის წართმევა და ფორვარდის ტერფი მუხლს ქვემოთ მოიყოლა.
ეპიზოდის (იხილეთ ვიდეო) VAR-ზე გამეორების შემდეგ პერენი მოედნიდან გააძევეს, მოედანზე კი სერიოზული გაწევ-გამოწევა ატყდა. მსაჯმა ომარი დელერომ მოჩხუბრები დააშოშმინა და პარიზელ სათადარიგოთა სკამზე მარკო ვერატი გააფრთხილა.
თავიდანვე შესამჩნევი იყო, რომ „სენტ ეტიენი” მოედანზე მოტივირებული… თუმცა, როგორც გაირკვა, გავეშებულიც კი გავიდა. ჯერ კიდევ პირველი წუთი მიდიოდა, როდესაც ივან მაკონმა ნეიმარის წინააღმდეგ იუხეშა და ყვითელი ბარათით დაისაჯა.
მოგეხსენებათ, ეს იყო პირველი ოფიციალური კარანტინისშემდგომი საფეხბურთო მატჩი საფრანგეთში, რომელსაც 5 ათასი მაყურებელი დაასწრეს, ცხადია, სოციალური დისტანციის დაცვით.
პარიზელებს შემდეგი მატჩი ლიგის თასის ფინალში „ლიონთან” ელით. გამარჯვების შემთხვევაში პსჟ ეგრეთწოდებული ფრანგული ტრებლის მფლობელი გახდება ანუ იქნება 2020 წლის ჩემპიონი და ორივე მთავარი თასის მფლობელი.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ პარიზელებს მეოთხედფინალური შეხვედრა „ატალანტასთან” ელით. გასარკვევი მხოლოდ ისაა, დაეხმარება ამ შეხვედრაში კილიან მბაპე თავის გუნდს თუ ვერა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
