ჭდე: საფრანგეთის თასი

Home საფრანგეთის თასი
კვარა საუკეთესო იყო, მაგრამ პსჟ გავარდა
ჩანაწერი

კვარა საუკეთესო იყო, მაგრამ პსჟ გავარდა

„პარი სენ ჟერმენი’’ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალიდან გავარდა, კარის მეზობელმა „პარიზმა’’ გააგდო – 1:0. ამ გუნდებმა ლიგა 1-ში სულ ცოტა ხნის წინ, 8 იანვარს ითამაშეს და პსჟ-მ 2:1 მოიგო. „პარიზმა’’ მრისხანე მეტოქესთან ზედიზედ ორი მარცხი იუკადრისა და შეხვედრა ამბიციური ტაქტიკით დაიწყო, დაცვაში კი არ ჩაჯდა, მაღალი პრესინგს მიმართა.  ლუის ენრიკეს გუნდს მომენტები მრავლად ჰქონდა, მაგრამ ვერ...

ლუის ენრიკე: გვიხარია არდადეგები რომ დაიწყო
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: გვიხარია არდადეგები რომ დაიწყო

„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის თასის ოცდამეთორმეტედფინალში სტუმრად 4:0 მოუგო „ვენდე ფონტენეს’’ რომელიც ნასიონალ 3 ლიგაში თამაშობს. ეს გახლავთ საფეხური ლიგა 1-ის, ლიგა 2-ის, ნასიონალისა და ნასიონალ 2-ის შემდეგ. ადრე ამ ლიგას მოყვარულთა მეორე ლიგას ეძახდნენ. ქალაქ ვენდეს გუნდის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია. „პარიზიენის” ინფორმაციით მას ვირუსული ინფექცია შეეყარა და განაცხადშიც არ იყო. პარიზელები ერთგვარად...

რეიმსს თასის ფინალში პსჟ-თან თამაში არ უნდა
ჩანაწერი

რეიმსს თასის ფინალში პსჟ-თან თამაში არ უნდა

ლიგა 1-ის ბოლო დღეს, უფრო სწორად მის ბოლო წამებზე, „სტად დე რეიმსმა’’ რომელიც შაბათს საფრანგეთის თასის ფინალში „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა შეხვდეს, მე-16 ადგილზე ამოჰყო თავი, ეს კი გადათამაშებაში მოხვედრას ნიშნავს.სხვა სიტყვებით, ლიგა 2-ში რომ არ გავარდეს მან 21 და 29 მაისს „მეცს’’ უნდა აჯობოს და რაა გასაკვირი, რომ მისთვის ეს ორი შეხვედრა 24 მაისის...

ხვიჩა ავად იყო, პსჟ კი მეთქვსმეტე ტრიუმფისთვის ემზადება
ჩანაწერი

ხვიჩა ავად იყო, პსჟ კი მეთქვსმეტე ტრიუმფისთვის ემზადება

„პარიზიენი’’ წერს, რომ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში „დუნკრეკთან’’ სტუმრად 4:2 გამარჯვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი’’ ისტორიაში ახალი ფურცლის ჩასაწერად ემზადება: ფინალში 24 მაისს „სტად დე ფრანსზე’’ „კანსა’’ და „რენს’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება, თუმცა სტატისტიკოსები უკვე მიღწეულ შედეგებსაც დიდი ენთუზიაზმით გვახსენებენ. …„დუნკერკთან’’ გამარჯვების შედეგად „პარი სენ ჟერმენი’’ ოცდამეერთედ გავიდა საფრანგეთის თასის ფინალში. ფინალების რაოდენობით მეორე...

დღეს კვარა იქნებაო
ჩანაწერი

დღეს კვარა იქნებაო

„პარი სენ ჟერმენს’’ რომ საფრანგეთის ჩემპიონობამდე აღარაფერი უკლია, ყველამ იცის. 2025 წელს ეროვნულ ასპარეზზე ლუის ენრიკეს გუნდმა 15 შეხვედრიდან 14 მოიგო (მხოლოდ „რეიმსთან’’ ითამაშა 1:1) და როგორც ჩანს ამ რიხიან სვლას დღეს საფრანგეთის თასზე ლილში „დუნკერკთან’’ შეხვედრაშიც გააგრძელებს. „დუნკერკი’’ ლიგა 2-ში მე-5 ადგილზეა. გამარჯვებული ანუ „პარი სენ ჟერმენი’’ ფინალში გავა, სადაც 24 მაისს „კანსა’’ და...

კვარა – 7 გოლიდან ერთი პენალტი
ჩანაწერი

კვარა – 7 გოლიდან ერთი პენალტი

საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში „სტად ბრიოშენს’’ სასწაული თუ უშველიდა, მაგრამ ის არ მოხდა: „პარი სენ ჟერმენმა’’ მეოთხელიგელს 7:0 მოუგო. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 62 წუთი დაჰყო და მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი გონსალო რამოშმა გაიტანა. ასე გახდა ანგარიში 3:0. რამოშმა ჰეთ თრიკი შეასრულა. დანარჩენი გოლები გაიტანეს ჟოაო ნევეშმა, დეზირე დუემ, სენი მაიულუმ და კვარაცხელიას ნაცვლად შესულმა...

მესის ათმა ნომერმა ვერ უშველა
ჩანაწერი

მესის ათმა ნომერმა ვერ უშველა

„პარი სენ ჟერმენში“ ლეო მესის უგოლო პერიოდი გრძელდება. ფრანგული ფეხბურთის უდიდესი კლუბი ქვეყნის თასის გათამაშებიდან პენალტებით „ნიცამ“ გააგდო. მესის ათნომრიანი მაისურა ეცვა. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ „ოქროს ბურთის“ შვიდგზის მფლობელი „ბარსელონადან“ „პარკ დე პრენსზე“ გადასვლის შემდეგ კალაპოტიდან არის ამოვარდნილი. მან 30 ნომრიანი მაისურით, ლიგა 1-ის 12 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ორშაბათ საღამოს 34 წლის...

ნეიმარის ემოციური პოსტი
ჩანაწერი

ნეიმარის ემოციური პოსტი

ნეიმარი ტრავმის გამო, მომდევნო კვირაში, „ბარსელონასთან”, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებას გამოტოვებს. „პარი სენ ჟერმენის” გულნატკენმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა თავის განცდები ინსტაგრამში გამოხატა. ფორვარდმა „კაენთან” საფრანგეთის თასის შეხვედრაში საზარდული იტკინა. ვიდეო შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ. „ძალიან დავდარდიანდი. გულისტკივილი აუტანელია, მუდმივად ვტირი. კიდევ ერთხელ მომიწევს რაღაც ხნით იმის შეწყვეტა, რაც ასე ძალიან მიყვარს — ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებ. ხანდახან, ჩემი...

მბაპე დაიმტვრა, პსჟ-მ თასი მოიგო 🎥
ჩანაწერი

მბაპე დაიმტვრა, პსჟ-მ თასი მოიგო 🎥

მიიღებს კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ თამაშებში მონაწილეობას თუ ვერა? ეს კითხვა მას მერე გახდა აქტუალური, რაც საფრანგეთის თასის ფინალში, სადაც „პარი სენ ჟერმენმა” „სენტ ეტიენს” ნეიმარის გოლით 1:0 მოუგო, ვარსკვლავმა მოედანი ყავარჯნებით დატოვა. ეს „სტად დე ფრანსზე” მოხდა, თამაშის 31-ე წუთზე (პარიზელები უკვე 1:0-ს იგებდნენ), როდესაც 22 წლის თავდამსხმელი, როგორც სჩვევია, მეტოქის კარისკენ ქარივით...