„პარი სენ ჟერმენი’’ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალიდან გავარდა, კარის მეზობელმა „პარიზმა’’ გააგდო – 1:0. ამ გუნდებმა ლიგა 1-ში სულ ცოტა ხნის წინ, 8 იანვარს ითამაშეს და პსჟ-მ 2:1 მოიგო. „პარიზმა’’ მრისხანე მეტოქესთან ზედიზედ ორი მარცხი იუკადრისა და შეხვედრა ამბიციური ტაქტიკით დაიწყო, დაცვაში კი არ ჩაჯდა, მაღალი პრესინგს მიმართა. ლუის ენრიკეს გუნდს მომენტები მრავლად ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, სტუმრებმა კი 74-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანეს, ის ჟონატან იკონემ შეაგდო.
Maxifoot-მა როგორც სჩვევია მთელს შეხვედრას ნიშანი დაუწერა ― 10-დან 7. აღწერილობა ასეთია: „მოვლენებით მწირი პირველი ტაიმის შემდეგ, თამაში გამოცოცხლდა, პსჟ-მ ტემპი აწია, ხოლო „პარიზის’’ გოლის შემდეგ მატჩი ახალ საფეხურზე ავიდა’’.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 64 წუთი დაჰყო, შემდეგ კი ის ოსმან დემბელემ შეცვალა. ქართველის პირადი სტატისტიკა ასეთი გახლდათ: კარისკენ დარტყმა – 3, კარში დარტყმა – 1, დაუბლოკეს – 2, დარტყმა საჯარიმოდან – 2, დარტყმა საჯარიმოს გარედან – 1, მოსალოდნელი გოლები დარტყმამდე – 0.20, მოსალოდნელი გოლები დარტყმის შემდეგ – 0.22.
Maxifoot-მა მისი თამაში 6 ქულით შეაფასა და სიტყვიერად ასე აღწერა: „ქართველი ძალიან ეფექტური იყო. მას „პარიზის’’ დაცვაში არეულობა შეჰქონდა. პსჟ-ს საუკეთესო მომენტები მისი მობილურობის და დაუღალავი შრომისუნარიანობის შედეგი იყო. გონსალო რამუშს სიზუსტე რომ გამოეჩინა ქართველი საგოლე პასის ავტორი იქნებოდა’’.
კვარაცხელიას Footmercato-მაც 6 ქულა დაუწერა. საიტმა სიტყვიერად ასე დაწერა: „ის ულაპარაკოდ პსჟ-ს ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი იყო. ქართველი ბურთს 73-ჯერ შეეხო და გახლდათ ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი, ვისაც მეტოქის დაცვაში არეულობა შეჰქონდა. 22-ეწუთზე მან მშვენიერი პასი მიაწოდა ბარკოლას, 34-ე წუთზე მაიულუს, 45-ე წუთზე კი პირველი ტაიმის საუკეთესო მომენტი შექმნა, როდესაც ბურთი ნკამბადიოს გადააწოდა. 64-ე წუთზე, როდესაც გონსალო რამუშმა მისი პასით ვერ ისარგებლა კვარაცხელია შეცვალეს’’.
Flashscore – 7.3 (საუკეთესო შეფასება), sofascore – 7.2 (მეორე შეფასება ვიტინიას შემდეგ), fotmob – 7.3 (მეოთხე შეფასება ზაირ-ემერის, ვიტინიას და ბერალდოს შემდეგ).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
