კვარა – 7 გოლიდან ერთი პენალტი

Home კატეგორიის გარეშე კვარა – 7 გოლიდან ერთი პენალტი
კვარა – 7 გოლიდან ერთი პენალტი

Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain is tackled during the French Cup match between Saint Brieuc and Paris Saint-Germain at Roazhon Park on...საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში „სტად ბრიოშენს’’ სასწაული თუ უშველიდა, მაგრამ ის არ მოხდა: „პარი სენ ჟერმენმა’’ მეოთხელიგელს 7:0 მოუგო. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 62 წუთი დაჰყო და მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი გონსალო რამოშმა გაიტანა. ასე გახდა ანგარიში 3:0. რამოშმა ჰეთ თრიკი შეასრულა. დანარჩენი გოლები გაიტანეს ჟოაო ნევეშმა, დეზირე დუემ, სენი მაიულუმ და კვარაცხელიას ნაცვლად შესულმა ოსმან დემბელემ.

Maxifoot-მა შეხვედრა 10-დან 7 ქულით შეაფასა. პორტალმა დაწერა, რომ ეს არ მატჩი ორ გუნდს შორის. „სტად ბრიოშენმა’’ სულ დასაწყისში კონტრშეტევაზე თამაშის სუსტი ილუზია შექმნა, მაგრამ სტუმრებმა მეტოქე მალევე გააქრეს მოედნიდან.

ამავე საიტმა კვარაცხელიას 6 ქულა დაუწერა და თავისი შეფასება ასე განმარტა: „პირველ ტაიმში ქართველმა საშუალოდ ითამაშა. როდესაც „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი მარცხენა ფრთაზე პარტნიორებს ეხსნებოდა და ბურთს იღებდა, გამორჩეულს ვერაფერს ქმნიდა. შესვენების შემდეგ კი ის მოედანს უკეთ დაუბრუნდა. 2:0-ზე დუესთან კომბინაციით პენალტი სწორედ კვარაცხელიამ მოიპოვა. 62-ე წუთზე შეცვალეს’’.

Flashscore-მა კვარაცხელიას 7.4 დაუწერა, ხოლო sofascore-მა 7.8.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.