ჟორჟ მიქაუტაძის „მეცი” ფლეი-ოფში „სენტ ეტიენმა” დაამარცხა. ეს გახლავთ გუნდი, რომელიც ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გავიდა, ლიგა 1-ში აღზევდა და ახლა გაძლიერება სურს. ამ მიზნით, Foot Mercato-ს ინფორმაციით ის 23 წლის ქართველი შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატებას ცდილობს.
„სენტ ეტიენმა” ორი სეზონი ლიგა 2-ში გაატარა. ახლა მას უმაღლეს ეშელონში დარჩენა აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი. კლუბს როგორც იქნა ახალი პატრონი გამოუჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე უფრო თამამად გავა. „მწვანეები” ახალი, მრავალწლიანი პროექტის წამოწყებას აპირებენ. მათ ბუნდესლიგის „აუგსბურგიდან” 26 წლის ფრანგი თავდამსხმელის ირვინ კარდონას გადაბირება უნდოდათ, მაგრამ გერმანელებმა 5 მილიონი ევრო მოთსხოვეს და ვაჭრობა შეწყდა. სავარაუდოდ, დაახლოებით ასეთსავე თანხას „სენტ ეტიენი” ლიგა 2-ის „ბორდოსთვის” არ დაინანებს, რადგან მისგან დავითაშვილის ყიდვა უნდა.
Foot Mercato წერს, რომ „მწვანეებმა” ბორდოში ქართველის თაობაზე უკვე მეორე ოფიციალური წერილი აფრინეს. საკუთრივ დავითაშვილი „სენტ ეტიენში” გადასვლაზე ყაბულსაა, კლუბთან პირადი საკითხები შეათანხმა კიდეც, მაგრამ „ბორდო” ჯერჯერობით 6 მილიონ ევროს ითხოვს. დავითაშვილს „ჟირონდისტებთან” 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
