კრიშტიანუს ანტირეკორდი

Home აქეთურ-იქითური კრიშტიანუს ანტირეკორდი
კრიშტიანუს ანტირეკორდი

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2024-ის სლოვენიასთან მერვედფინალურ მატჩში პენალტი ვერ გაიტანა.

39 წლის პორტუგალიელის დარტყმა იან ობლაკმა 105-ე წუთზე მოიგერია.

რონალდუსთვის ეს გაცუდებული პენალტი პირველი იყო 2022 წლის თებერვლის შემდეგ. თავის მხრივ, ობლაკმა 2022 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოიგერია 11-მეტრიანი.

რონალდუ ასევე გახდა პირველი ევროპელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე სამი პენალტი გააცუდა. პირველად ეს მოხდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიასთან (0:0), მეორედ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანთან (1:1).

ევრო 2024-ის მეოთხედფინალში პორტუგალია საფრანგეთს შეხვდება, რომელმაც ბელგიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

Portugal – Slovénie : Cristiano Ronaldo se loupe sur penalty, bel arrêt  d'Oblak !

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...