პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2024-ის სლოვენიასთან მერვედფინალურ მატჩში პენალტი ვერ გაიტანა. 39 წლის პორტუგალიელის დარტყმა იან ობლაკმა 105-ე წუთზე მოიგერია. რონალდუსთვის ეს გაცუდებული პენალტი პირველი იყო 2022 წლის თებერვლის შემდეგ. თავის მხრივ, ობლაკმა 2022 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოიგერია 11-მეტრიანი. რონალდუ ასევე გახდა პირველი ევროპელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე სამი პენალტი გააცუდა....
ჭდე: იან ობლაკი
სხვა ატლეტიკო
„ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი 2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. „როხიბლანკოს” ჩემპიონობის იმედი უკვე გადაეწურა, ფაქტია, რომ მადრიდელები ტიტულს ვერ შეინარჩუნებენ, თუმცა წუხელ, სტუმრად „ბეტისის” 3:1 დამარცხება იმედისმომცემი გამოდგა. „ატლეტებისგან” გოლები გაიტანეს ჟოაო ფელიქსმა და თომას ლემარმა. ფელიქსმა ორი შეაგდო. „ბეტისის” გოლი პირველი ტაიმის ბოლოს, 45+5 წუთზე კრისტიან ტელომ გაიტანა...
ატლეტიკოს სუარესობა დაეტყო
ლუის სუარესმა ხეტაფეში, რაც ფაქტობრივად მადრიდის გარეუბანია, 78-ე და 90-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვება გამოსტაცა ხელიდან — 2:1. ამ მომენტისთვის „მატრასის მკერავები“ პირველ ადგილზე არიან და ელიან, თუ როგორ დამთავრდება „რეალის“ შეხვედრა „მალიორკასთან“, რომელიც დღეს, საქართველოს დროით შუაღამისას უნდა გაიმართოს. პირველ ტაიმში ესპანეთის ჩემპიონმა ცუდად ითამაშა, რაც განსაკუთრებით უკბილო შეტევებზე ეტყობოდა. „ბარსელონადან“...
დე ხეა ობლაკში ხომ არ გავცვალოთო
„მანჩესტერ იუნაიტედს” თავისი მთავარი პრობლემის გადასაჭრელად ამბიციური გეგმა აქვს — მადრიდის „ატლეტიკოს” დავიდ დე ხეას იან ობლაკში გაცვლა უნდა შესთავაზოსო, წერს ინგლისური პრესა. ჭკვიანური სვლაა. მანჩესტერელები დე ხეას „ოლდ ტრეფორდიდან” მოცილებას რა ხანია ცდილობენ. ესპანელმა მეკარემ, ორი დღის წინ, ევროლიგის ფინალში სულაც გადამწყვეტი პენალტი ააცილა — მას მერე, რაც „იუნაიტედისა” და „ვილიარეალის” შეხვედრაში (1:1) მატჩისშემდგომი...
მესიმ 160 მეკარეს ლუდი უკისრა
2020 წლის 22 დეკემბერი ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ლეო მესიმ „ვაიადოლიდს“ გაუტანა და ეს მის მიერ „ბარსელონას“ მაისურით გატანილი 644-ე გოლი იყო. ამდენი ერთი გუნდის სახელით ჯერ არავის გაუტანია. წინა რეკორდი 643 გოლი იყო, რომელიც თვით პელემ გაიტანა ბრაზილიურ „სანტოსში“ გატარებული 18 წლის განმავლობაში. ამ მოვლენის აღსანიშნავად კომპანია „ბუდვეიზერმა“ ლეოს თხოვნით სპეციალური საკოლექციო ლუდი მოხარშა....
ფიფამ ლევანდოვკის მიუნხენში ჩააკითხა
FIFA-მ ონლაინ-რეჟიმში წლის საუკეთესოები დაასახელა და ლაურეატები მწვრთნელების, კაპიტნებისა, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად აარჩია. საქართველოდან მონაწილეობა „სარბიელმა“ მიიღო, რომელმაც ტრადიციულად, საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის არჩევის უფლება ჰქონდა. წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც პრიზისთვის ბრძოლა ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსა და „ბარსელონას“ კაპიტან ლეო მესის მოუგო. აღსანიშნავია, რომ...
ობლაკი ობლაკა
როდესაც გაიგო „მანჩესტერ იუნაიტედი” სლოვენიელი მეკარის იან ობლაკის საყიდლად ჩალიჩობსო, ინგლისურ პრესას სიხარულისგან „ბითლზის” მხიარული სიმღერა „ობლადი ობლადა” გაახსენდა და მხიარულადვე გადააკეთა. „ატლეტიკოს” კარის მცველს „ჩელსიც” გარშემო უვლის — კეპა არისაბალაგას შეცვლა უნდა. და მაინც, „იუნაიტედი” უფრო მოწადინებულია. საქმე ის არის, რომ მანჩესტერელთა მეკარემ დავიდ დე ხეამ ამ ბოლო დროს უხეში შეცდომები მოამრავლა. „ატლეტიკოს” უწერია,...
ძვირი სიამოვნება
„ჩელსის“ მეკარე კეპა არისაბალაგას კატასტროფული სეზონი აქვს., ამიტომაც მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი უპირველეს ამოცანად უფრო მაღალი დონის მეკარის შეძენას მიიჩნევს. მისი ფავორიტი მადრიდის „ატლეტიკოს“ კარის დარაჯი იან ობლაკია. ტრანსფერის შემთხვევაში ლონდონელებს კლაუსულას, ანუ ობლაკის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევთ, რაც 120 მილიონი ევროა და მას ავტომატურად უძვირეს გოლკიპერად აქცევს. ისე, 2018 წელს კეპაში გადახდილი...
მე, ობლაკი და ტერ შტეგენი
მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯი ტიბო კურტუა თავმდაბლობის სიჭარბით არასოდეს გამოირჩეოდა და ბოლო ვრცელ ინტერვიუში ეს ერთხელაც დაადასტურა. როდესაც ჟურნალისტმა თანამედროვეობის საუკეთესო მეკარის დასახელება სთხოვა, ბელგიელმა პასუხი კატეგორიებად დაყო და საუკეთესოები სხვადასხვა კომპონენტში დაასახელა. გამოსვლაზე თამაში – საუკეთესო ალბათ მე ვარ. მეკარეთა უმრავლესობა ან არ გამოდის კარიდან, ანაც ბურთის საჯარიმოდან გამოტანაზე აკეთებს აქცენტს. ბელგიაში ამ კომპონენტს...
მეკარეს მეკარისა…
მადრიდული მატჩის შემდეგ იურგენ კლოპი და ვირჯილ ვან დაიკი მეტოქეს „ენფილდის“ ატმოსფეროთი ემუქრებოდნენ. ლივერპულელთა საშინაო არენას და გიჟურ ფანობას არაერთი დიდი გუნდი გაუტარებია ქარცეცხლში და წუხელაც, პრინციპში, ყველაფერი იყო – „ლივერპულმა“ „ატლეტიკოს“ ვეინალდუმის გოლით ანგარიში კი გაუთანაბრა და ოდნავ მაინც რომ გამართლებოდა ძირითად დროშივე მოემთავრებდა საქმეს, მაგრამ… ამ „მაგრამს“ ოთხშაბათს იან ობლაკი ერქვა. მადრიდელთა მეკარე...







