„ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი 2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.
„როხიბლანკოს” ჩემპიონობის იმედი უკვე გადაეწურა, ფაქტია, რომ მადრიდელები ტიტულს ვერ შეინარჩუნებენ, თუმცა წუხელ, სტუმრად „ბეტისის” 3:1 დამარცხება იმედისმომცემი გამოდგა. „ატლეტებისგან” გოლები გაიტანეს ჟოაო ფელიქსმა და თომას ლემარმა. ფელიქსმა ორი შეაგდო. „ბეტისის” გოლი პირველი ტაიმის ბოლოს, 45+5 წუთზე კრისტიან ტელომ გაიტანა — პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.
ახლა, 27 ტურის შემდეგ, „ატლეტიკო” 48 ქულით მე-4 ადგილზეა. „ბეტისი” 46 ქულით მეხუთეზე დარჩა.
„დღეს ჩვენ საკუთარ თავს სხვა „ატლეტიკო” ვაჩვენეთ და კარგი იქნება ასე თუ გავაგრძელებთ, — უთხრა ობლაკმა „მარკას”, — ჩემპიონთა თასზე გამსვლელ ადგილს მხოლოდ ასეთი ფეხბურთით თუ დავიკავებთ. მიზნამდე ჯერ შორი გზაა და მისთვის ყველა მოთამაშემ, ყველა მწვრთნელმა უნდა იბრძოლოს”.
დიეგო სიმეონეს გუნდს შემდეგი თამაში შინ, „კადისთან” აქვს, მერე კი ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედს” უნდა შეხვდეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
