20 ქულა და ასპროცენტიანი სროლის მაჩვენებელი – ასეთი შედეგი დააფიქსირა „ინდიანა პეისერსის“ ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ მატჩში, რომელიც ინდიანაპოლისელებმა 123:133 წააგეს.
ბითაძის საუკეთესო მაჩვენებელი აქამდე 17 ქულა იყო, ახლა 20 ქულაა, რომელიც ჩვენებურმა 23 წუთში მოინაგრა. ბითაძეს სროლა არ გაუცუდებია: ოთხივე ორქულიანი, სამივე სამქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო.
ჩვენებურმა 20 ქულასთან ერთად 6 მოხსნაც ჩაიწერა აქტივში, პასივში კი, ერთი დაკარგვა და სამი ჯარიმა ჰქონდა. ინდიანელთაგან ჩვენებურზე მეტი ქულა მხოლოდ მალკოლმ ბროგდონს ჰქონდა – 27.
გოგას მოედანზე ყოფნის დროს კი გუნდმა მეტოქეზე 13 ქულით მეტი ჩააგდო, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. „ინდიანას“ 22 მოგება და 44 წაგება აქვს, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 შედეგია. „პეისერსს“ მომდევნო მატჩი 9 მარტს, „კლივლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
