გოგა ბითაძე მოედანს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაუბრუნდა. გეხსომებათ, ჩვენებური „ინდიანამ“ გუნდიდან გაუშვა, მაგრამ გოგა უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა, „ორლანდომ“ აიყვანა. ახალ გუნდში კი, პირველად გამთენიისას ითამაშა და ეს სწორედ „ინდიანასთან“ მოხდა. „ორლანდომ“ შინ 108:121 წააგო, მაგრამ ბითაძეს ვერაფერს უსაყვედურებს, რადგან ჩვენებურმა პარკეტზე 9.24 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა....
ჭდე: ინდიანა
ბითაძე ჯადოქარია
თავისუფალი აგენტის სტატუსით გოგა ბითაძე სულ 2 დღე იყო და ახალი გუნდიც იპოვა – 23 წლის ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიქის“ კალათბურთელია. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ცენტრი რამდენიმე დღის წინ „ინდიანა პეისერს“ დაშორდა. გუნდმა ჩვენებურთან თანამშრომლობა აღარ ისურვა. და მაინც, ბითაძე მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მაინც დარჩა. ფლორიდულ კლუბთან კონტრაქტის პირობები არ გახმაურებულა, თუმცა ბითაძეს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად...
გოგა დააბრუნეს, მამუ სკამზეა
ხანგრძლივი უქმობის შემდეგ „ინდიანა პეისერსის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მოედანზე 15 წუთით შეუშვეს და ჩვენებურმა ეს დრო კარგად გამოიყენა. მართალია, გოგას ფანტასტიკური სტატისტიკა არ ჰქონია, მაგრამ რაც დაუთმეს, იმ დროში ბევრ კომპონენტში გუნდს სარგებელი მოუტანა. ინდიანელები შინ „მინესოტას“ დაუხვდნენ და 101:115 დამარცხდნენ. გოგამ 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მოინაგრა....
ბითაძემ ორმაგი დაისხა
ესეც პირველი ორმაგი. NBA-ს წლევანდელი სეზონის მესამე მატჩში ბითაძემ 14 ქულა და 15 მოხსნა მოინაგრა, ხოლო „ინდიანა პეისერსმა“ შინ „დეტროიტ პისტონსი“ 124:115 დაამარცხა. ბითაძემ პარკეტზე 25.23 წუთი გაატარა. ჩვენებურმა სამწამიანი ზონიდან 6-ჯერ შეუტია ფარს და ყველა ჩააგდო, ხოლო სამქულიანი სამჯერ ისროლა და ერთხელ იხეირა. გოგა ოთხჯერ საჯარიმო ხაზზე დადგა და საიდანაც ერთი გამოიყენა. აღსანიშნავია ისიც,...
ბითაძემ ნბა უქულოდ დაიწყო
უქულოდ დაიწყო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2022-23 წლების სეზონი გოგა ბითაძემ. ჩვენებური, რომელსაც „ინდიანამ“ ახალი კონტრაქტი არ გაუფორმა, მოედანზე პირველივე მატჩში გამოჩნდა, მისი გუნდი კი შინ „ვაშინგტონთან“ 107:114 დამარცხდა. ბითაძემ პარკეტზე 10 წუთი გაატარა, ფარს მხოლოდ ერთხელ შეუტია და უშედეგოდ, აქტივში 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა, ხოლო პასივში – ორი დაკარგვა...
ვილის ევროპა და ამერიკა
ვილი ისიანმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში მეოთხე სეზონი დაამთავრა და ახლა ახალი ნაბიჯისთვის ემზადება. 24 წლის და 204 სანტიმეტრი სიმაღლის მძიმე ფორვარდი დღესდღეობით საქართველოშია, აქვე ემზადება და მომავალი კლუბის მოლოდინშია. აი, თავად რა გვითხრა: – ახალი სეზონიდან პროფესიულ კარიერას ვიწყებ. ველი წინადადებებს დაინტერესებული კლუბებისგან და უკან, ამერიკაში დაბრუნება თუ არ გამოვიდა, კარიერას ევროპაში დავრჩები. ევროპაში თამაშის...
ბითაძე სტატისტიკას იუმჯობესებს
კიდევ ოთხი მატჩი და გოგა ბითაძისთვის NBA-ს სეზონი დასრულდება. მისი „ინდიანა“ ფლეი ოფში რომ ვერ ითამაშებს, ისეც ნათელია. ახლა გოგა იმ სტატისტიკა იუმჯობესებს, მცირე სათამაშო დროის მიცემით რომ ჰქონდა არეული. „ინდიანამ“ ამჯერად სტუმრად ბოსტონთან წააგო – 123:128. ეს „პეისერსის“ ზედიზედ მეექვსე მარცხია. ბითაძე კი, კვლავაც „ინდიანას“ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე 31.49 წუთი გაატარა. 22...
გოგას ორმაგი
გოგა ბითაძეს ბოლო ორმაგი დუბლი 23 იანვარს ჰქონდა შესრულებული, მაგრამ ამ დილით ეს ხანგრძლივი პაუზა შეწყვიტა. „დენვერ ნაგეტსთან“ მატჩში, ბითაძემ პარკეტზე 33.23 წუთი დაჰყო, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 17 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 9-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. პასივში სამი დაკარგვა...
ბითაძის ოციანი
ბოლო ტურებია ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე შედეგიანობით გამოირჩევა. ჩვენებურს კარგი მატჩი ჰქონდა „საკრამენტოსთანაც“, მაგრამ ამჯერად „ინდიანა“ მაინც დამარცხდა –109:110. ბითაძემ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 29.29 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 20 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, თითო-თითო ბლოკი და ჩაჭრა მოინაგრა. პასივში კი, ბურთის ორჯერ დაკარგვა და სამი პერსონალური ჯარიმა იყო. გოგამ ცხრა ორქულიანიდან რვა...
ბითაძე საუკეთესოა
გოგა ბითაძემ NBA-ში კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა. ჩვენებურმა „ჰიუსტონთან“ 26 წუთში 23 ქულა ჩაუგდო და მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა. იმ მატჩის, რომელიც „ინდიანამ“ 121:118 მოიგო. ამჯერად გოგამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 26.14 წუთში 23 ქულასთან ერთად 9 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ბითაძემ შესაშური პროცენტული მაჩვენებლით ისროლა – ექვსივე ორქულიანი...









