გოგა ბითაძეს ბოლო ორმაგი დუბლი 23 იანვარს ჰქონდა შესრულებული, მაგრამ ამ დილით ეს ხანგრძლივი პაუზა შეწყვიტა.
„დენვერ ნაგეტსთან“ მატჩში, ბითაძემ პარკეტზე 33.23 წუთი დაჰყო, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 17 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გოგამ 9-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. პასივში სამი დაკარგვა და ოთხი პერსონალური ჯარიმა ჰქონდა.
გოგას კარგმა გარჯამ „ინდიანას“ ვერ უშველა და 118:125 დამარცხდა. ამის მიზეზი კი, დენვერელთა სერბი ცენტრი ნიკოლა იოკიჩი იყო. იოკიჩმა 37 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
25 მოგებითა და 52 მარცხით „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. 5 მატჩიც და ინდიანაპოლისელებისთვის 2021-22 წლების სეზონი დასრულდება. შემდეგი შეხვედრა ბითაძის გუნდს 2 აპრილს, „მინესოტასთან“ ელის.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
