თავისუფალი აგენტის სტატუსით გოგა ბითაძე სულ 2 დღე იყო და ახალი გუნდიც იპოვა – 23 წლის ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიქის“ კალათბურთელია.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ცენტრი რამდენიმე დღის წინ „ინდიანა პეისერს“ დაშორდა. გუნდმა ჩვენებურთან თანამშრომლობა აღარ ისურვა. და მაინც, ბითაძე მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მაინც დარჩა.
ფლორიდულ კლუბთან კონტრაქტის პირობები არ გახმაურებულა, თუმცა ბითაძეს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად „ორლანდოშიც“ ბრძოლა მოუწევს. გოგას გარდა, „ორლანდოში“ 3 ნომინალური ცენტრი ირიცხება – ვენდელ კარტერი, ბოლ ბოლი და მორის ვაგნერი.
ბითაძე ახალ გუნდში 35-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „ორლანდოს“ 24 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. უახლოესი მატჩი კი 15 თებერვალს, „ტორონტოსთან“ აქვს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
