ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძისთვის მოვლენები საინტერესოდ მიმდინარეობს… სამკვირიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა „ორლანდო მეჯიქის“ ძირითადი ცენტრი ვენდელ კარტერი და, თითქოს, ჩვენებურსაც სათადარიგოთა სკამზე უნდა გადაენაცვლა. თუმცა, ამჯერად განაცხადში არ იყო პაულო ბანკერო და მწვრთნელმაც კარტერ-ბითაძის წყვილის ერთად დაყენება გადაწყვიტა. არც შემცდარა – ორლანდოელებმა ბოლო 11 მატჩიდან მე-10 შეხვედრა მოიგეს და ამჯერად „ჩიკაგო“ 133:119 დაამარცხეს. [...]
ჭდე: ორლანდო
ბითაძემ ხუთი წუთით დაიწყო
NBA-ს სეზონი ქართველმაც გახსნა – გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ფლორიდულ დერბიში „მაიამი ჰითს“ ესტუმრა და 116:97 დაამარცხა. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო მოედანზე სულ ხუთიოდე წუთით გამოჩნდა, რა დროშიც მხოლოდ ორი მოხსნა მოინაგრა. ცუდი ის არის, რომ გოგამ პარკეტზე მხოლოდ ბოლო ხუთი წუთი გაატარა – მაშინ, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. როგორც ჩანს, ჩვენებურს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა [...]
კედელი
ბრუკლინში მარცხის შემდეგ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ამ დილით კლივლენდშიც წააგო – 111:121. ფლორიდელთათვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო. „კლივლენდმა“ თავიდანვე მოიპოვა 17 ქულიანი უპირატესობა, რის შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა და დამაჯერებლად მოიგო. გოგა ისევ „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 24.33 წუთი გაატარა. ამ დროში ჩვენებურმა 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და [...]
გოგას ექვსიანები
გოგა ბითაძე მოედანს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაუბრუნდა. გეხსომებათ, ჩვენებური „ინდიანამ“ გუნდიდან გაუშვა, მაგრამ გოგა უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა, „ორლანდომ“ აიყვანა. ახალ გუნდში კი, პირველად გამთენიისას ითამაშა და ეს სწორედ „ინდიანასთან“ მოხდა. „ორლანდომ“ შინ 108:121 წააგო, მაგრამ ბითაძეს ვერაფერს უსაყვედურებს, რადგან ჩვენებურმა პარკეტზე 9.24 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. [...]
ბითაძე ჯადოქარია
თავისუფალი აგენტის სტატუსით გოგა ბითაძე სულ 2 დღე იყო და ახალი გუნდიც იპოვა – 23 წლის ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიქის“ კალათბურთელია. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ცენტრი რამდენიმე დღის წინ „ინდიანა პეისერს“ დაშორდა. გუნდმა ჩვენებურთან თანამშრომლობა აღარ ისურვა. და მაინც, ბითაძე მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მაინც დარჩა. ფლორიდულ კლუბთან კონტრაქტის პირობები არ გახმაურებულა, თუმცა ბითაძეს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად [...]
ბითაძე განაცხადშია
30 ივლისიდან NBA განახლდება. რეგულარული ჩემპიონატი 14 აგვისტომდე უნდა მორჩეს, ხოლო 17 აგვისტოდან ფლეი ოფები დაიწყება. ვარაუდობენ, რომ ნახევარფინალების პერიოდი 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე გასტანს, აღმოსავლეთ – დასავლეთ კონფერენციების ფინალები კი 15-28 სექტემბრამდე ჩატარდება, ფინალური სერია კი 30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე ჩანიშნეს. გუნდებმა, რომლებიც საწვრთნელი ბანაკში 29 ივლისამდე დარჩებიან, უკვე გამოაქვეყნეს შემადგენლობები. „ინდიანა პეისერსის“ განაცხადშია [...]
NBA -ში დოპინგი მოსულა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა სეზონის განახლებაზე მუშაობს. ამ პროცესში ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა – ლიგის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატის განახლების შემდეგ, კალათბურთელებს დოპინგზე არ შეამოწმებენ. სამაგიეროდ, ყოველდღიურად გაივლიან ტესტ კორონავირუსზე. ადრეც ვწერდით, რომ NBA-ს სეზონს 22 გუნდი გაანახლებს – მხოლოდ ის გუნდები, რომლებსაც ფლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს. სამაგიეროდ, ის 8 გუნდი, რომლებიც „თამაშგარე მდგომარეობაში“ დარჩნენ, მომდევნო [...]






