ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა სეზონის განახლებაზე მუშაობს. ამ პროცესში ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა – ლიგის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატის განახლების შემდეგ, კალათბურთელებს დოპინგზე არ შეამოწმებენ. სამაგიეროდ, ყოველდღიურად გაივლიან ტესტ კორონავირუსზე.
ადრეც ვწერდით, რომ NBA-ს სეზონს 22 გუნდი გაანახლებს – მხოლოდ ის გუნდები, რომლებსაც ფლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს. სამაგიეროდ, ის 8 გუნდი, რომლებიც „თამაშგარე მდგომარეობაში“ დარჩნენ, მომდევნო დრაფტზე საწყის ადგილებს მიიღებენ.
22-გუნდიანი ჩემპიონატი ორლანდოში გაიმართება. სეზონის განახლება 31 ივლისს არის დაგეგმილი, ყველა შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდება, ხოლო კალათბურთელები სპეციალურ კამპუსში იცხოვრებენ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
