„ჩელსის“ პედრო შესაძლოა „რომაში“ გადავიდეს. იტალიელებს ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკება ფაქტობრივად დასრულებული აქვთ და ახლა ფეხბურთელის აგენტთან პირადი კონტრაქტის დეტალებს აგვარებენ. ესპანელ ფეხბურთელს „ჩელსისთან“ ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება და რომას მის სანაცვლოდ მინიმალური თანხის გადახდა მოუწევს.
„რომას“ გარდა პედროს გადაბირებით „ვალენსია“, „ბეტისი“, „სევილია“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებული. მას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზიის კლუბებიდანაც დაუკავშირდნენ.
პედრო „ჩელსიში“ „ბარსელონადან“ 2015 წელს გადაბარგდა. „არისტოკრატებთან“ ერთად მან ევროპა ლიგა, პრემიერლიგა, ინგლისისა და ლიგის თასი მოიგო. 32 წლის შემტევმა ამ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
