მსოფლიო 2028 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეინ რაუნდი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მარცხით დაიწყო.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა კოსოვოსთან შინ 2:3 წააგო. არადა, გიორგი ჩიმაკაძის გოლით მეოთხე წუთზე დავწინაურდით, ხოლო ტაიმის ბოლოს ლევან სვანიძემ წინ კომფორტული უპირატესობით გაგვიყვანა – 2:0. საფრთხე არც მეორე ტაიმის პირველ ნახევარში გვემუქრებოდა, თუმცა ბოლო შვიდი წუთი ძალიან ცუდად ვითამაშეთ და… ჯერ იეტონ რუკოვიჩმა შეამცირა სხვაობა; შემდეგ დრილონ მაჯარაიმ გაათანაბრა; ბოლო წუთზე კი მეგრიმ დევრიშაიმ კოსოვოს მოაგებინა.
ამ გუნდების გარდა, ჯგუფში იტალიაც არის. ელიტ რაუნდში კი მხოლოდ პირველადგილოსანი გადის, რაც ჩვენს სიტუაციას უფრო ამძიმებს. მეორე ტურში, 20 ოქტომბერს, საქართველო სწორედ იტალიას ესტუმრება.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი