ჭდე: ავთანდილ ასათიანი

Home ავთანდილ ასათიანი
ევროპა ფრანგებთან დამთავრდა
ჩანაწერი

ევროპა ფრანგებთან დამთავრდა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან 1:3 წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. არადა, მოგებისა და ჯგუფიდან გასვლის შანსი გვქონდა. თამაში ჩვენებისთვის უიღბლოდ დაიწყო – ფრანგების დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ კვარაცხელიას მოხვდა, შემდეგ კეკელიას და კარში აღმოჩნდა. ფრანგები ფავორიტები იყვნენ და შესაბამისად უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ ჩვენს კარში ალი ასლანი იდგა, რომელიც გოლს...

ალი და ქულა
ჩანაწერი

ალი და ქულა

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ხორვატიას 2:2 ეთამაშა. მატჩი ხორვატების სრული დომინაციით მიმდინაორებდა და ავთანდილ ასათიანის გუნდმა ქულა რომ მოიპოვა ჩვენი ფერეიდნელი ქართველი მეკარის დამსახურებაა – ალი ასლანს 33 მოგერიება ჰქონდა, მათ შორის პენალტი. პირველი გოლი კი ჩვენი იყო. უფრო სწორად ხორვატებმა საკუთარ კარში შეაგდეს, თუმც ჩვენებმა ტაიმის ბოლომდე ვერ გაძლეს – დაცვა...

რიგა, ლატვია, 0:4…
ჩანაწერი

რიგა, ლატვია, 0:4…

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ლატვიასთან გამართა და 0:4 დამარცხდა. ლატვია მატიუშენკოს გოლით მესამე წუთზე დაწინაურდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გასათანაბრებლად შეუტია, საგოლე მომენტებიც ბევრი შექმნა, მაგრამ ხან ლატვიის ნაკრების მეკარე რაინერს მურნიეკსი თამაშობდა კარგად, ხანაც შემტევები სცოდავდნენ და ტაიმიც ასე მორჩა. გოლის გატანა მეორე ტაიმის დასაწყიშიც შეგვეძლო, ვერ გავიტანეთ და სამწუთიან მომანკვეთში ტარანოვსკისგან...

ფუტსალის ნაკრები ევროპაზეა
ჩანაწერი

ფუტსალის ნაკრები ევროპაზეა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის საპასუხო მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართა, 3:5 დამარცხდა, თუმცა, პირველი თამაში 4:1 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში კონტინენტის მთავარ ტურნირში მონაწილეობის უფლებაც დაიმსახურა. მატჩი დაძაბული და ნერვიული გამოდგა: ანგარიში სლოვაკებმა გახსნეს, რასაც გიორგი ჩიმაკაძის საპასუხო მოჰყვა, მაგრამ შესვენებამდე მასპინძლებმა მეორეც შეაგდეს. შესვენების...

ფუტსალმა ევროპას გახედა
ჩანაწერი

ფუტსალმა ევროპას გახედა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის პირველ მატჩში სლოვაკეთი 4:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაშის დასაწყისში მეტოქის შეტევები მოიგერია, თამაში დაალაგა და საქმე გამარჯვებამდე ისე მიიყვანა, მისი ბედი ეჭვქვეს წუთითაც არ დაუყენებია. პირველ ტაიმში არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ჩიმაკაძის გოლიც...

პორტუგალიასთანაც 0:5…
ჩანაწერი

პორტუგალიასთანაც 0:5…

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიასთან მოგება (2:1) გაუუქმეს და ტექნიკური წაგება (0:5) ჩაუთვალეს – ინფორმაციას უეფა-ს ვებგვერდი ავრცელებს. ამ შეხვედრამდე ავთანდილ ასათიანის გუნდი ლეგიონერების ლიმიტის დარღვევისთვის დაისაჯა და ფინეთთან ორივე და პორტუგალიასთან სტუმრად ჩატარებულ მატჩებშიც ტექნიკური წაგება, 0:5 ჩაეთვლა. პორტუგალიასთან ავთანდილ ასათიანმა შემადგენლობაში მხოლოდ რონინიო და ჩიმბა ათამაშა. ერთ-ერთი გოლი...

საქართველომ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა
ჩანაწერი

საქართველომ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის ბოლო შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონ პორტუგალიასთან გამართა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია – 2:1. მართალია, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს, მაგრამ თამაში სხვა მხრივ იყო პრინციპული, რადგან პორტუგალიელებისა და ფინელების საჩივრის გამო, საქართველოს ნაკრებს 6 ქულა ჩამოართვეს და ჯგუფის მეორეადგილოსანი ბოლო ადგილზე დაქვეითდა. თბილისის სპორტის სასახელში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებს...

ფინეთში ფრემ საქმე გაართულა
ჩანაწერი

ფინეთში ფრემ საქმე გაართულა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეოთხე ტურის მატჩი სტუმრად ფინეთთან გამართა და ფრედ, 3:3 ითამაშა. პირველ ტაიმში ავთანდილ ასათიანის გუნდი ორჯერ აგებდა, მაგრამ ბრუნო გომესისა და მეკარე ზვიად კუპატაძის გოლებით გაათანაბრა. კუპატაძეს ამჯერად ცარიელ კარში არ გაუტანია – შეტევაში ჩაერთო და დაასრულა. მეორე ტაიმში საქართველო შაგინიას გოლით დაწინაურდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე...

ქულები პოკერით…
ჩანაწერი

ქულები პოკერით…

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მესამე მატჩში, თბილისის სპორტის სასახლეში, ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა. ჯგუფის აუტსაიდერთან შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბოლოს მოახერხეს მოწინააღმდეგის გატეხვა და საბოლოოდ 6:4 მოიგეს. ავთანდილ ასათიანის გუნდიდან 4 გოლი ბრუნო პეტრიმ გაიტანა, ორი კი თალესმა ( ერთი პენალტით). ამრიგად სამი ტურის შემდეგ, სამი...

ბრძოლაში წაგებული
ჩანაწერი

ბრძოლაში წაგებული

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუსეთთან იომა, მაგრამ ვერას გახდა – 1:3 დამარცხდა. ავთანდილ ასათიანის გუნდს წამყვან ფეხბურთელებთან ერთად იღბალმაც უგანა. მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო, რუსთა მეკარემ ჯერ არჩილ სებისკვერაძის დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი ბრუნო პეტრის აჯობა. საპასუხოდ კი გოლი საქართველოს ნაკრების დაუცველ კარში გავიდა. ეს მოხდა მატჩის დარულებამდე 6 წამით ადრე. მანამდე...