საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეოთხე ტურის მატჩი სტუმრად ფინეთთან გამართა და ფრედ, 3:3 ითამაშა.
პირველ ტაიმში ავთანდილ ასათიანის გუნდი ორჯერ აგებდა, მაგრამ ბრუნო გომესისა და მეკარე ზვიად კუპატაძის გოლებით გაათანაბრა. კუპატაძეს ამჯერად ცარიელ კარში არ გაუტანია – შეტევაში ჩაერთო და დაასრულა.
მეორე ტაიმში საქართველო შაგინიას გოლით დაწინაურდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე მასპინძლებმა გაათანაბრეს და საქმე გაგვირთულეს. საქმე ის არის, რომ ელიტ რაუნდში 20 გუნდი ხუთ ჯგუფშია გადანაწილებული. ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულები გადიან, ხოლო ოთხი საუკეთესო მეორე ადგილოსანი საგზურის მფლობელ ორ ნაკრებს ფლეი ოფის გზით გაარკვევს.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს 7 ქულა აქვს და ჯერ ისევ რჩება საუკეთესო მეორე ადგილოსნებში, მაგრამ წინ კიდევ ორი ტურია და ქულების კიდევ დაკარგვა, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს. ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება დეკემბერში, სომხეთში გასამართი მატჩი…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
