ნიუ იორკში, „ბარკლაის-ცენტრში“ NBA-ს 2023 წლის დრაფტი გაიმართა და „სან ანტონო სპურსმა“ პირველ ნომრად ფრანგი ცენტრი, ვიქტორ ვემბანიამა აირჩია. ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ვემბანიამას საუკუნის ტალანტად მიიჩნევენ და „სპურსიც“ მის არჩევისკენ ჯერ კიდევ გასული სეზონიდან ისწრაფოდა. 19 წლის ფრანგი წინა სეზონში ფრანგულ „მეტროპოლიტან 92-ში“ თამაშობდა და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ვემბანიანას გუნდმა ფინალი „მონაკოსთან“ წააგო,...
ჭდე: NBA
მაიამი არ ხუმრობს
NBA-ში სუპერფინალის მეორე მატჩში „მაიამიმ“ „დენვერი“ სტუმრად 111:108 დაამარცხა და მოედნის უპირატესობა მიიღო. ფლორიდელებმა პირველი მეოთხედი 26:23 მოიგეს, მაგრამ მასპინძლები გონს მალევე მოეგნენ. „დენვერი“ მეორე მეოთხედშივე წინ გავიდა და ბოლო მეოთხედამდე ლიდერობდა. დასკვნითი პერიოდის წინ „დენვერი“ 8 ქულით იგებდა – 83:75. თუმცა, ბოლოში ისევ სტუმრები ათამაშდნენ და საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე 12 ქულით დაწინაურდნენ....
ლუკამ დახურა
60 ქულა, 21 მოხსნა და 10 პასი – ასეთია ლუკა დონჩიჩის მონაგარი მატჩში, სადაც „დალას მავერიქსმა“ შინ „ნიუ იორკ ნიკსს“ 126:121 მოუგო. სლოვენიელმა ფანტასტიკურად ითამაშა – 31-იდან 21 ორქულიანი ჩაადო, პერიმეტრიდან 6-ჯერ შეუტია და მიზანს ორმა უწია, ხოლო 22 საჯარიმოდან 16 ზუსტად ესროლა. NBA-ს ისტორიაში, დონჩიჩი პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც ერთ შეხვედრაში 60+ ქულა, 20+...
იტალიის უკან მსოფლიოს ჰორიზონტია
14 ნოემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში, იტალიის ნაკრებს უმასპინძლებს. ილიას ზუროსის გუნდმა ახალ სპორტის სასახლეში ივარჯიშა. როგორც უკვე იცით, საქართველოს ნაკრებს აკლია ორი „ამერიკელი“ – გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. სხვა ყველა კალათბურთელი, ვისი თამაშიც ჩვენი გუნდის ბერძენ მწვრთნელს სურდა, ყველა ადგილზეა. თამაშის წინა დღეს ზუროსმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა,...
მანუ!
დიდი არგენტინელი მანუ ჯინობილი, შედეგების შესაბამისად, NBA-ს ისტორიაში საუკეთესო ყოფილა. მან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ჩატარებული მატჩების 72,1 პროცენტი მოიგო, რაც საუკეთესო შედეგია იმ კალათბურთელთა შორის, რომელთაც ლიგაში მინიმუმ 100 ან მეტი მატჩი აქვთ გამართული. ჯონობილი „სან-ანტონიოსთან“ ერთად ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი (2003, 2005, 2007, 2014 წლებში) და ორჯერ იყო ყველა ვარსკვლავის მატჩი მონაწილე. სათქმელია, რომ...
სამოცდათხუმეტის თხუთმეტი
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას (NBA) 2002-ში 75 წლის იუბილე აქვს. ასოციაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ამ დროის მანძილზე გაწეული ღვაწლისთვის საუკეთესო მწვრთნელები დაესახელებინა და ამ დროის 15 საუკეთესო მწვრთნელი შეარჩია. სიას ლიდერობს ფილ ჯექსონი, რომელმაც 11 ტიტული „ჩიკაგოსთან“ და „ლეიკერსთან“ ერთად მოიპოვა. კარიერაში აქვს 1155 მოგება, რაც ჩატარებული მატჩების 70%-ია. ის ერთხელ აღიარეს წლის მწვრთნელად. ჯექსონის შემდეგ რედ...
სამბეჭდიანი ნულები
„ფილადელფიას“ მცველი დენი გრინი მეორე კალათბურთელია, რომელსაც სტატისტიკური მონაცემების ყველა გრაფაში ნული ეწერა. ეს „ფილადელფიასა“ და „როლანდოს“ მატჩის შემდეგ (116:106) მოხდა. არადა, გრინმა მოედანზე 24 წუთი გაატარა. პირველი, ვისაც ასეთი მაჩვენებელი ჰქონდა, ტონი სნელია. ამასთან, ორჯერ. 2017 წელს „მილუოკის“, ხოლო 2021 წელს – „პორტლენდის“ შემადგენლობაში. აღსანიშნავია, რომ გრინი ნბა-ს სამგზის ჩემპიონია: „სან ანტონიო“ (2014), „ტორონტო“ (2019)...
ალენს უნიკალური მისდევს
NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი სამქულიანი, დიდების დარბაზის წევრს, NBA-ს ორგზის ჩემპიონსა და „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის 10-გზის მონაწილე რეი ალენს აქვს ჩაგდებული – 2973. თუმცა, ალენს თანამდროვე კალათბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავის, სტეფ კარის სუნთქვა ესმის, რომელსაც პერიმეტრიდან ბურთი კალათში უკვე 2850-ჯერ მოუთავსებია. კარიმ ალენს პროცენტული მაჩვენებლით უკვე გადაასწრო. კარის რეალიზაციის პროცენტი 43,3-ია, ხოლო ალენს ზუსტად ტყორცნების 40%...
მექალთანე დიდების დარბაზიდან
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა დროის ყველაზე არაორდინალური მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა რომ ჩატარდეს, დენის როდმანი კონკურენციის გარეშე იქნებოდა. კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი როდმანი NBA-ის ხუთგზის ჩემპიონია. ბრილიანტის ორი ბეჭედი მან “დეტროიტთან” ერთად მოიპოვა, კიდევ სამჯერ კი მაიკლ ჯორდანის “ჩიკაგოში” თამაშისას იპირველა. ტატუების მთელი გალერეა და ლამის ყველა თამაშზე ახალ ფერში გადაღებილი თმები მხოლოდ აისბერგის წვერია. მისი...
შერმადინი ესპანეთში გამეფდა
გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელია. ეს, მით უფრო დიდი მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ესპანურ ლიგაში NBA-ს ახლო წარსულის ვარსკვლავები – პაუ გასოლი, ნიკოლა მიროტიჩი, რუდი ფერნანდესი და სხვები ირჯებოდნენ. ლიგა ენდესას მესვეურებს გამოსაკითხად 4 სეგმენტი ჰქონდათ – გულშემატკივრები, ჟურნალისტები და ესპანური ლიგის მწვრთნელები და კალათბურთელები. თითოეულს 25-პროცენტიანი ძალა ჰქონდა. შერმადინმა გულშემატკივართა გამოკითხვა რომ...









