60 ქულა, 21 მოხსნა და 10 პასი – ასეთია ლუკა დონჩიჩის მონაგარი მატჩში, სადაც „დალას მავერიქსმა“ შინ „ნიუ იორკ ნიკსს“ 126:121 მოუგო.
სლოვენიელმა ფანტასტიკურად ითამაშა – 31-იდან 21 ორქულიანი ჩაადო, პერიმეტრიდან 6-ჯერ შეუტია და მიზანს ორმა უწია, ხოლო 22 საჯარიმოდან 16 ზუსტად ესროლა.
NBA-ს ისტორიაში, დონჩიჩი პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც ერთ შეხვედრაში 60+ ქულა, 20+ მოხსნა და 10+ პასი მიითვალა.
ლუკამ სხვა რეკორდებიც დაამყარა:
- მეორე სამმაგი დუბლი NBA-ში, როდესაც კალათბურთელმა 60 ქულა ჩააგდო; მანამდე იგივე ჯეიმს ჰარდენს გაუკეთებია – 60 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი;
- პირველი თამაში NBA-ს მიმდინარე სეზონში, რომელშიც კალათბურთელმა 60 ქულა ჩააგდო;
- „დალას მავერიკსის“ რეკორდი მატჩში მოპოვებული ქულების რაოდენობით. წინა რეკორდი გერმანელ დირკ ნოვიცკის ეკუთვნოდა – 53 ქულა;
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:12ა-პოლომ ლიგას გახედა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
