მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მფლობელი ლეონიდ ფედუნი ჟურნალისტებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის აზიის ფეხბურთის კონფედერაციაში შესაძლო გაწევრიანების შესახებ ესაუბრა.
„საბოლოო კენჭისყრის თარიღზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ის მხოლოდ ალეკსანდრ დიუკოვმა (რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი) იცის. ახლა დაძაბული მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. უეფასთან ურთიერთობის შენარჩუნების ბოლო შანსს ვებღაუჭებით. აზიის შესახებ კი ჩემი პოზიცია ნათელია – მგონი სხვა გზა არც გვაქვს“, – თქვა ფედუნმა.
ადგილობრივ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ აზიაში გადასვლის შემთხვევაში, რუსეთი ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი გახდება და მსოფლიო ჩემპიონატებზეც შედარებით იოლად მოხვდება. თუმცა როგორი იქნება მათი საფეხბურთო დონე და თამაშის ხარისხი, კიდევ საკითხავია.
თანაც, აზიის ნაკრებებიც აღარ არიან ხელწამოსაკრავი. მაგალითად, იაპონიამ ახლახანდამთავრებულ ყატარის მუნდიალზე ორი მსოფლიო ჩემპიონი – გერმანია და ესპანეთი დაამარცხა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
