ბრაზილიის ნაკრების მცველმა მარკინიოსმა მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის როლზე ისაუბრა. იტალიელმა მწვრთნელმა ეროვნული გუნდი 2025 წლის 12 მაისს ჩაიბარა.
„ამ მსოფლიო ჩემპიონატზე დიდწილად ჩვენი მწვრთნელისა და მენეჯმენტის წყალობით მოვხვდით, რომლებმაც შესანიშნავი სამუშაო გასწიეს და საუკეთესო პირობები შეგვიქმნეს. ამიტომ, ძალიან მადლიერები ვართ მათი შრომისთვის.
ჩვენ შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს. ის ტაქტიკურად საუკეთესოდ გვამზადებს, ამიტომ თუ კარგ ატმოსფეროს შევქმნით, მენტალურად ჯანმრთელები და ძლიერები ვიქნებით, ვფიქრობ, ესეც გადამწყვეტი ფაქტორი იქნება წარმატებისთვის.“
ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში 0:1 ჩამოღცენის შემდეგ კაზემიროსა და მარტინელის გოლებით იაპონიას აჯობა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
