AS: ასეთ რაღაცებს მისნაირი თავდამსხმელები აკეთებენ.
ასე, მოკლედ და გასაგებად შეაფასა ჟორჟ მიქაუტაძის თამაში გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ. ქართველი თავდამსხმელი „მესტალიაზე“ „ვალენსიას“ წინააღმდეგ მოედანზე 66-ზე წუთზე შევიდა და 90+6-ზე, როდესაც ანგარიში იყო 1:1, გამარჯვების გოლი შეაგდო.
ანგარიში 38-ე წუთზე პენალტით ვალენსიელმა პეპელუმ გახსნა. 69-ე წუთზე ამერიკელმა ალექს ფრიმენმა თავურით გაქვითა, წერტილი კი მიქაუტაძემ დასვა, როდესაც სწრაფი კონტრშეტევის დროს ცრუმოძრაობით მცველი დააბნია და კარში ზუსტად დაარტყა.
ეს იყო სანახაობრივი შეხვედრა, რომლის განმავლობაშიც ბურთს 73.9%-ით სტუმრები ფლობდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 79-ე წუთზე მსაჯმა მოწინააღმდეგისთვის იდაყვის მირტყმის გამო მოედნიდან „ყვითლების“ სენეგალელი ნახევარმცველი პაპ გეიე გააგო და გუნდი, რომელმაც საბოლოოდ გაიმარჯვა უმცირესობაში დარჩა, თუმცა 89-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მოედანზე ცოტა ხნით ადრე შესულმა ვალენსიელმა ჰარვი ელიოტმა, რომელმაც ასევე დატოვა მოედანი.
მატჩის შემდეგ „ვილიარეალის“ მწვრთნელმა ინიგო პერესმა თქვა: „ვფიქრობ დამსახურებულად გავიმარჯვეთ, თუმც ისიც აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგის გოლმა მდგომარეობა გაგვირთულა და ერთხანობა მეშინოდა თამაშზე კონტროლი არ დაგვეკარგა. საბედნიეროდ, უკვე რამდენიმე კვირაა სხვადასხვა მოწინააღმდეგესთან შეხვედრისას ვხედავ, რომ ავად თუ კარგად კონტროლს და ემოციურ სტაბილურობას ვინარჩუნებთ. ჩვენ ბურთის ფლობა განვაგრძეთ, არ ავჩქარებულვართ და დაველოდეთ მოედანზე სათადარიგოთა შესვლას, რაც დაგვეხმარა. გულწრფელად გეტყვით, ფეხბურთში იღბლის არ მწამს. ის, რომ აქამდე მეტი თამაში ვერ მოვიგეთ, ჩვენი ბრალია. არც ადრე ვაგებდით უიღბლობის გამო და არც დღეს მოგვიგია იღბლის წყალობით. გუნდის უნარი ყოველ კონკრეტულ ვითარებაში სწორად იმოქმედოს დღითიდღე იხვეწება. გუნდი არ იბნევა, სათამაშო გეგმის ერთგული რჩება და შედეგიც სახეზეა“.
მიქაუტაძის თამაში სხვადასხვა საიტმა ასე შეაფასა:
flashscore – 7.6; whoscored – 7.1; sofascore – 7.6; fotmob – 7.4
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/10/2026 | 07:25ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
სიახლეები24/10/2026 | 08:19პარიზელი ფანები ბოიკოტს მოითხოვენ
სიახლეები23/10/2026 | 09:09ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
