ჭდე: NBA

Home NBA
ნიკოლა, მოსისხლე მტრის ბანაკიდან…
ჩანაწერი

ნიკოლა, მოსისხლე მტრის ბანაკიდან…

„ბარსელონა“ აღარ ხუმრობს. კატალონიელებმა საკალათბურთო გუნდში კორი ჰიგინსი ხომ მიიყვანეს, პოუ გასოლის დაბრუნებაზეც სერიოზულად დაფიქრდნენ და აგერ, NBA-ს ვარსკვლავი ნიკოლა მიროტიჩიც გადაიბირეს. მიროტიჩის ევროპაში დაბრუნება „ბლაუგრანას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო. ესპანეთის ნაკრების მძიმე ფორვარდმა ერთ დროს მოსისხლე მტერთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა – 2008-2014 წლებში მიროტიჩი ხომ მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა. „სამეფო კლუბში“ თამაშისას ნიკოლამ ესპანეთის ჩემპიონობა...

საით კავ?
ჩანაწერი

საით კავ?

ისტორიაში პირველად „ტორონტო“ გააჩემპიონა. ლეგენდებს გვერდით დაუდგა და იმ დიადებს შეუერთდა, ფინალების MVP-ის წოდება ორ სხვადსხვა გუნდში რომ მოიპოვეს. ორი საჩემპიონო ბეჭედი „სან ანტონიოსა“ და „ტორონტოში“ და ყველაზე მოთხოვნადი კალათბურთელი NBA-ში. ეს კავაი ლეონარდი გახლავთ. ის თავისუფალი აგენტია. კანადელები მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობენ, ლოს ანჯელესურ გუნდებს კი ვერ აჩერებენ, „კლიპერსი“ და „ლეიკერსი“ ამ ვარსკვლავის ხელში...

NBA-მ სეზონი შეაჯამა
ჩანაწერი

NBA-მ სეზონი შეაჯამა

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში გასული რეგულარული სეზონის MVP დაასახელეს – „მილუოკის“ ფორვარდი იანის ადეტოკუმბო. მისი წყალობით გუნდმა ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა, თავად იანისის მონაგარი კი საშუალოდ 27.7 ქულა, 12.5 მოხსნა, 5.9 გადაცემა, 1.3 ჩაჭრა და 1.5 ბლოკი იყო. ტიტულის სხვა ორი კანდიდატი ოკლაჰომელი პოლ ჯორჯი და ჰიუსტონელი ჯეიმს ჰარდენი გახლდნენ. წლის საუკეთესო ახალბედად დალასელთა სლოვენიელი...

მეექვსე მეთვრამეტედ
ჩანაწერი

მეექვსე მეთვრამეტედ

ვლადიმერ სტეფანია, ნიკა ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია და ახლა უკვე გოგა ბითაძე. მეექვსე ქართველი, რომელიც NBA-ში ითამაშებს. ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი წლევანდელი დრაფტის პირველსავე წრეში, მე-18 ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია. 19 წლის ცენტრს პირველ წრეში არჩევის გამო 2-წლიანი გარანტირებული კონტრაქტი ეკუთვნის. არჩევის შემდეგ, გოგამ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. პირველ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ბავშვობის...

უფსკრულიდან ფავორიტობამდე
ჩანაწერი

უფსკრულიდან ფავორიტობამდე

ასეთი რამ NBA – ში ბოლოს 2012 წელს მოხდა, როცა მნიშვნელოვანი გაცვლითი ოპერაციების შემდეგ „ლეიკერსმა“ სუპერვარსკვლავი დაიმატა. მაშინ ისტორია წარუმატებლად დასრულდა: დუაიტ ჰოვარდმა ერთი წლის თავზე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა ანგელოზთა ქალაქი. მის გრძელვადიან გეგმებში „ლეიკერსი“ არ შედიოდა. ენტონი დევისი სულ სხვა ისტორიაა. ნიუ-ორლეანელთა ლიდერი ლიგის საუკეთესო ათეულში შედის და ექვსი ოლ სტარი მოიტოვა ზურგს...

კავაი!
ჩანაწერი

კავაი!

გოლდენ სტეიტმა ბრწყინვალება დაკარგა – სტივ კერის ბიჭების ჰეგემონია დაემხო. NBA-ს სუპერფინალური სერიის მეექვსე მატჩში, კავაი ლეონარდმა და ბიჭებმა ორაკლ არენაზე ერთხელაც, ამჯერად – 114:110 იმარჯვეს და ტორონტო ისტორიაში პირველად გააჩემპიონეს. კანადურმა კლუბმა წინა შეხვედრების მსგავსად, უპირატესობა გადამწყვეტ მატჩშიც დასაწყისიდანვე მოიპოვა და „მეომრებს“ უპირატესობის მოპოვების საშუალება არ მისცა. სტუმრების პირველი 11 ქულა სწორედ კავაიმ აიღო,...

უძვირფასესი მელოუნი ყოფილა, ჯორდანს კი ვირის თავ-ფეხი?
ჩანაწერი

უძვირფასესი მელოუნი ყოფილა, ჯორდანს კი ვირის თავ-ფეხი?

155 კალათბურთზე მწერალი კაცი ხუმრობა არ გეგონოთ, თქვენი ჭირიმე. მითუმეტეს, ის 155 კაცი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ამბებს რომ მიმოიხილავს. ჰოდა, ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ენბიეის უძვირფასეს მოთამაშედ წელს მეილმენი უნდა ყოფილიყო. მეილმენი – იგივე კარლ მელოუნია, მორმონთა ქვეყნის ცნობილი გუნდის, „იუტა ჯაზის“ 33 წლის ფორვარდი. მაიკლ ჯორდანი ექვსი თუ შვიდი პირველი ადგილით ჩამორჩა სოლტლეიკელ გოლიათს,...