ჭდე: NBA

Home NBA
NBA დისნეილენდში დასრულდება?
ჩანაწერი

NBA დისნეილენდში დასრულდება?

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია თითქმის ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის ვარიანტებს ეძებს. ცუდი სცენარის მიხედვით 2020-2021 წლების სეზონი ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაივლის. ოპტიმისტური პროგნოზით კი შესაძლოა, ლიგამ ტრიბუნების 10-15 პროცენტით დატვირთვის ნებართვა მიიღოს. ეს ერთ მატჩზე დაახლოებით 5-6 ათასი ქომაგის დაშვებას ნიშნავს. თუმცა, ჯერ მიმდინარე სეზონის რებუსია ამოსახსნელი. ლიგის ხელმძღვანელობას ყველაზე ოპტიმალურად მიმდინარე სეზონის ერთ ქალაქში ჩამთავრება ესახება....

შაკი სეზონის გაუქმებას ითხოვს
ჩანაწერი

შაკი სეზონის გაუქმებას ითხოვს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზის წევრი შაკილ ონილი მიმდინარე სეზონის საერთოდ გაუქმებას ითხოვს. მისი აზრით, ვინც არ უნდა გახდეს ჩემპიონი, სეზონის ლეგიტიმურობას და ჩემპიონობასაც მუდმივად გაჰყვება კითხვის ნიშნები და განმარტებების აუცილებლობა. „ვფიქრობ, სეზონი უნდა გაუქმდეს, ყველა სახლში წავიდეს, გამოჯანმრთელდეს და კალათბურთს უკვე მომდევნო სეზონიდან დავუბრუნდეთ. ვინც არ უნდა გახდეს ჩემპიონი, ვერ მიიღებს უმთავრეს ჯილდოს –...

შევხვდებით, ჩემო უფროსო ძმაო
ჩანაწერი

შევხვდებით, ჩემო უფროსო ძმაო

“არ ვარ მზად, მაგრამ, აჰა, მაინც აქ ვზივარ. ვზივარ და ვცდილობ. რამდენჯერაც დავიწყე წერა, იმდენჯერ ტირილმა მაჯობა. მახსენდები შენ, ჯიდი და ის ძმობა, ჩვენ რომ გვქონდა. კვირას დილით თურმე ბოლოჯერ გავიგონე შენი ხმა – ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო. გპირდები, რომ გავაგრძელებ შენს მემკვიდრეობას “ლეიკერსში”, სანამ ისევ არ შევხვდებით, ჩემო უფროსო ძმაო” – ეს სიტყვები...

კრიკეტი ფეხბურთზე მაღლა
ჩანაწერი

კრიკეტი ფეხბურთზე მაღლა

წლის ბოლოა და სპორტულთან ერთად ფინანსური შედეგებიც ჯამდება, დგება რეიტინგები და სახელდებიან გასული წლის გმირები… გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ მსოფლიოში სპორტის ყველა სახეობას შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგას დაუფიქსირდა. ამის მიუხედავად, ყველაზე მაღალი ხელფასები კვლავაც NBA-ში არის – 7,8 მილიონი (ევროზე გადაანგარიშებით). მეორე, არც მეტი და არც ნაკლები, ინდოეთის კრიკეტის ლიგაა. იქ მოკრიკეტის...

ბითაძემ ათვლა დაიწყო…
ჩანაწერი

ბითაძემ ათვლა დაიწყო…

დაიწერა დამოუკიდებელი ქართული სპორტის კიდევ ერთი ახალი ისტორია. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მეხუთე ქართველი გავიდა პარკეტზე. მერე რა რომ სადებიუტო მატჩში თავის გუნდს დიდად ვერ შეეწია, ამას სამწუხარო, მაგრამ ობიექტური ახსნაც აქვს. საქართველოს ნაკრების 20 წლის ცენტრს, მოედანზე შესვლიდან 4 წუთში მუხლი ასტკივდა და მწვრთნელმაც აღარ გარისკა, თორემ, დიდი ალბათობით, მეტოქის კალათში ბურთის ჩაგდებას  ერთის გარდა...

სკოლა
ჩანაწერი

სკოლა

ცოტაც და მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ისტორიის კუთვნილება გახდება. ჩინეთში მიმდინარე ეს უმნიშვნელოვანესი სპორტული ფორუმი თვალსასეირო და მოლოდინისამებრ საინტერესო დაპირისპირებებით დახუნძლული გამოდგა. იყო სენსაციებიც, რომელთაგან, მართალია კაშკაშა ვარსკვლავების გარეშე მოთამაშე, მაგრამ მაინც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების უმედლოდ დარჩენა უნდა გამოვყოთ. მოულოდნელობა იყო საბერძნეთის ნაკრების საუკეთესო რვა გუნდში ვერ მოხვედრა და იგივე მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტის,  ჩეხეთის გუნდის...

ზაზა!
ჩანაწერი

ზაზა!

„ზაზა ფაჩულიამ კალათბურთელის კარიერა დაასრულა“… „ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტის“ სტრუქტურაში მუშაობა შესთავაზეს“… ჩაირბინა ინტერნეტში ამ ორმა მოკლე ფრაზამ და ეგ იყო. რეალურად კი ქართულ კალათბურთში ერთი დიდი ეპოქა დასრულდა – ზაზას ეპოქა. უმამოდ გაზრდილმა ბიჭმა 15 წლის ასაკში დამოუკიდებლად დაიწყო გზის გაკვლევა და თურქულ „ულქერში“ გატარებული 4 სეზონის შემდეგ გოლიათების სამყაროში შეაბიჯა. NBA-მ დანდობა არ იცის....

მკვლელი და
ჩანაწერი

მკვლელი და

ადამიანის გონებაში, მით უფრო თუ ტვინი არასწორად, მახინჯად და კრიმინალური აზროვნებით გაქვს მოწყობილი არა ერთი საშინელება შეიძლება მოიხარშოს, რომელიც შემდეგ სამწუხაროდ სისრულეშიც მოუყვანიათ, მაგრამ იშვიათად გვახსენდება ფაქტები ავი ზრახვების დამგეგმავ-განმხორციელებლები სუსტი სქესის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. არა, ისე ნუ გაგვიგებთ თითქოს სიბოროტე თითქოს მხოლოდ მამაკაცში შეიძლება ბუდობდეს და ყველა ქალი ანგელოზია, მაგრამ ის, რაც კალიფორნიის ერთერთ სამორინეში...

პოპოვიჩის თავის ტკივილი
ჩანაწერი

პოპოვიჩის თავის ტკივილი

სპორტის ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მისია, ალბათ, კალათბურთში აშშ-ს ნაკრების  მთავარკაცობაა. აბა როგორია, მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში მოთამაშე ასობით უმაღლესი დონის პროფესიონალიდან 12 ისეთი აარჩიო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონობის გარანტი იქნება. ეს თავის ტკივილი გრეგ პოპოვიჩსაც აწუხებს, რომელსაც ეროვნულ გუნდში ამჟამად 13 კალათბურთელი ჰყავს გამოძახებული, ჩინეთში კი 12 უნდა გაემგზავროს. „ურთულესი მისია მაკისრია. ძალიან რთულია კალათბურთელს ნაკრებიდან...

მონადირე კარი
ჩანაწერი

მონადირე კარი

ოთხ წელიწადში სამჯერ გაჩემპიონების შემდეგ, „გოლდენ სტეიტი“ NBA-ს სუპერფინალში დამარცხდა. „ოქროს შტატელებს“ მაგარი რეგულარული სეზონი გამოუვიდათ, აი, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი მოვლენები მათ გარშემო არც ისე სახარბიელოდ განვითარდა. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალიდან „მეომრებმა“ გუნდის ლიდერი კევინ დურანტი დაკარგეს. დურანტულამ ისეთი ტრავმა მიიღო, ახალი სეზონის გამოტოვებაც მოუწევს, ახლა კი ისიც გაოფიციალურდა, რომ პარკეტზე უკვე „ბრუკლინ ნეთსის“ მაისურით დაბრუნდება. მერე...