ლეგენდარული კალათბურთელების, მაიკლ ჯორდანისა და კობი ბრაიანტის ყოფილი მწვრთნელი ტიმ გროვერი ჰყვება, თუ რა განსხვავება იყო ამ ორ დიდებულ კალათბურთელს შორის. მან ხაზი გაუსვა მათ მიდგომას სავარჯიშო პროცესისადმი. „მაიკლმა ყოველთვის იცოდა სად უნდა გაჩერებულიყო. კობის შემთხვევაში სიტყვა გეყოფა ნიშნავდა, რომ გეყოფა ამ მომენტში, რადგან სამი საათის შემდეგ მასთან ყველაფრის თავიდან დაწყება შეიძლებოდა“, – განაცხადა გროვერმა....
ჭდე: NBA
ბითაძე განაცხადშია
30 ივლისიდან NBA განახლდება. რეგულარული ჩემპიონატი 14 აგვისტომდე უნდა მორჩეს, ხოლო 17 აგვისტოდან ფლეი ოფები დაიწყება. ვარაუდობენ, რომ ნახევარფინალების პერიოდი 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე გასტანს, აღმოსავლეთ – დასავლეთ კონფერენციების ფინალები კი 15-28 სექტემბრამდე ჩატარდება, ფინალური სერია კი 30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე ჩანიშნეს. გუნდებმა, რომლებიც საწვრთნელი ბანაკში 29 ივლისამდე დარჩებიან, უკვე გამოაქვეყნეს შემადგენლობები. „ინდიანა პეისერსის“ განაცხადშია...
როცა თანაგუნდელები არ გყავს…
ალბათ რთული წარმოსადგენია, როდესაც ერთი გუნდის კალათბურთელი 74 ქულას აგროვებს და მისი გუნდი მატჩს მაინც აგებს. ასეთებიც ხდება – NBA-ს გუნდის, „ინდიანა პეისერსის“ ყოფილმა კალათბურთელმა ჯო იანგმა ჩინეთის ჩემპიონატში წარმოუდგენელად შედეგიანი თამაში აჩვენა. „მანქი კინგსისა“ და „შალდუნ გოლდენ სტარსის“ შეხვედრაში 74 ქულას მოუყარა თავი. იანგმა 39 ორქულიანიდან 21 ჩააგდო, 11 სამქულიანიდან – 6, ხოლო 15...
სანდროს ვარიანტები…
საქართველოს ნაკრებისა და NCAA-სკლუბ „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს დრაფტზე კი დადგა, მაგრამ მოვლენები, შესაძლოა, ისე განვითარდეს, რომ სანდრომ კანდიდატურა ბოლო მომენტში მოხსნას და ერთი წლით ისევ კოლეჯთა ლიგაში დარჩეს… თუმც დიდია შანსიც, კარიერა NBA-ში გააგრძელოს. 21 წლის მამუკელაშვილი 211 სანტიმეტრის სიმაღლის ფორვარდია და 3 პოზიციაზე (მსუბუქი ფორვარდი, მძიმე ფორვარდი, ცენტრი) შეუძლია თამაში. ამერიკული...
ლარი ბერდი რასიზმით გასვარეს
კარგი სპორტსმენობა სულაც არ არის ადამიანის მაღალი ინტელექტის ან უბრალოდ გონიერების გარანტია. ამერიკული NBA-ის „ვაშინგტონ ვიზარდსის“ 31 წლის წევრმა აიზია ტომასმა განაცხადა, ლარი ბერდი ტიტულებს მხოლოდ იმიტომ იღებდა, რომ თეთრკანიანი იყოო. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. ვისაც ლარი ბერდის თამაში არ ახსოვს, მშრალ სტატისტიკას შევახსენებ: „სელტიქსის“ სუპერვარსკვლავი სამჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი, ასევე სამჯერ მიიჩნიეს რეგულატული სეზონის,...
კობის არასასურველი ამინდი
კობი ბრაიანტის თანაშემწე კრეიტ ბრეიდმა გამოძიებას ახალი ინფორმაცია მიაწოდა. ცხადია, იანვარში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ, რის შედეგად დაიღუპა კალათბურთის ლეგენდა, მისი გოგონა ჯიანა და კიდევ 7 ადამიანი. ბრეიდის სიტყვებით, კობიმ თავად თხოვა, გაფრენის თავდაპირველი დრო შეეცვალა და 45 წუთით ადრე გადაეწია. „წინა საღამოს გაფრენის დრო მე შევცვალე, რადგან კობიმ გადაწყვიტა სხვა გუნდის თამაშიც ენახა. თავდაპირველად გადაწყვეტილი...
NBA -ში დოპინგი მოსულა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა სეზონის განახლებაზე მუშაობს. ამ პროცესში ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა – ლიგის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატის განახლების შემდეგ, კალათბურთელებს დოპინგზე არ შეამოწმებენ. სამაგიეროდ, ყოველდღიურად გაივლიან ტესტ კორონავირუსზე. ადრეც ვწერდით, რომ NBA-ს სეზონს 22 გუნდი გაანახლებს – მხოლოდ ის გუნდები, რომლებსაც ფლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს. სამაგიეროდ, ის 8 გუნდი, რომლებიც „თამაშგარე მდგომარეობაში“ დარჩნენ, მომდევნო...
NBA გზაშია
NBA მალე კი დაბრუნდება, მაგრამ შეცვლილი ფორმატით. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლიგის კომისარ ადამ სილვერსა და გუნდების მფლობელებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა. სილვერმა გუნდების მფლობელებს შეატყობინა, რომ სეზონის განახლება 31 ივლისს იგეგმება. ფორმატთან დაკავშირებით კი, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. რეგულარული სეზონი არ გაგრძელდება და 16 გუნდი საუკეთესოს ვინაობას პირდაპირ ფლეი ოფში გაარკვევს. 2. დარბაზებს 20...
ანტეკოკუმბო საბერძნეთს არეკლამებს
„მილუოკი ბაქსის“ ლიდერმა, ბერძენმა იანის ანტეკოკუმბომ წინასწარ გაამხილა, თუ რა საზეიმო საღამოს მოწყობას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი NBA-ს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. „ჯერ კიდევ COVID 19-ის გამოჩენამდე გუნდთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობას ვგეგმავდი, მიკონოსზე – წვეულებების კუნძულზე. იქ გოგოსთან ერთად ვერ წახვალ, რადგან ეს მოგზაურობა მარტო ბიჭებისთვის არის. გასაგებია, რომ საბერძნეთში არის სანტორინი, რომანტიული ადგილი,...
NBA ტეხასს განიხილავს
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია განიხილავს ვარიანტს, რომ სეზონი ჰიუსტონში ჩამთავრდეს. ამერიკული მედიის გადაწყვეტილებით NBA-ს მატჩები Toyota Center და George R. Brown Convention Center ჩატარდეს. საქმე ის არის, რომ ტეხასი შედარებით უსაფრთხო შტატია ამერიკაში და უახლოეს მომავალში სპორტული ღონისძიებები გამართვა შესაძლებელი იქნება. შტატის გუბერნატორის თქმით, ეს მაისის ბოლოს იგეგმება. ასევე იგეგმება, რომ NBA-ს სეზონი ორლანდოში, ანაც ლას...









