„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა „მაიამი ჰიტისთან“ NBA-ს ფინალური სერიის ბოლო მატჩში სამმაგი დუბლი მიითვალა – 28 ქულა, 14 მოხსნა 10 პასი. მთელი სერიის მანძილზე მისი მაჩვენებელიც სამმაგს უახლოვდება – 29,8 ქულა, 11,8 მოხსნა და 8,5 პასი. არანაკლებ საინტერესო მისი სროლების პროცენტული მაჩვენებელია – 59,1% თამაშიდან და 41,7% პერიმეტრიდან. ლებრონი ერთადერთი კალათბურთელია NBA-ს ისტორიის...
ჭდე: NBA
ლეიკერსი ბოსტონს გაუტოლდა
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი დასრულებულია. ფინალის მეექვსე შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ 106:93 გადასძალა „მაიამი ჰიტი“ და ისტორიაში მეჩვიდმეტედ გახდა NBA-ს ტრიუმფატორი. აქედან პირველი ხუთი ჩემპიონობა გუნდმა მაშინ მოიპოვა, როცა მინეაპოლისში იყო ბაზირებული, 12-ჯერ კი უკვე ანგელოსთა ქალაქის სახელით იპირველა. 17 ტიტულით „ლეიკერსი“ არანაკლებ ლეგენდარულ “ბოსტონ სელტიქსს” გაუტოლდა. ფლეი ოფის MVP-დ, ბუნებრივია, ლებრონ ჯეიმსი აღიარეს,...
ლეიკერსმა თასი დაინახა
NBA-ს მეჩვიდმეტედ ჩემპიონობამდე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ ერთი მოგება აშორებს და თუ იპირველებს ამ მაჩვენებლით აქამდე რეკორდსმენ „ბოსტონ სელტიკსს“ გაუთანაბრდება. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ სუპერფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში „მაიამი ჰიტი“ 102:96 დაამარცხა. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ „ლეიკერსი“ 5 ქულით იგებდა, მაგრამ საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე „მაიამიმ“ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ლოს-ანჯელესელებმა მეტოქეზე...
ლეიკერსი, ჯეიმსი, დევისი
NBA-ს სუპერფინალური სერია „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” სრული უპირატესობით მიმდინარეობს. კალიფორნიელებმა მეორე მატჩიც მოუგეს „მაიამი ჰიტს” (124:114) და მეჩვიდმეტე ტიტულს მიუახლოვდნენ. აბა თუ გამოიცნობთ ვინ ულიდერებდა „ლეიკერსს”? მართალი ხართ – ლებრონ ჯეიმსი (33 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი) და ენტონი დევისი (32 ქულა, 14 მოხსნა). „ლეიკერსი” ხომ „ლეიკერსობს” და ეს დუეტი საოცრებებს ჩადის. აგერ ჯეიმსმა ერთი უნიკალური...
ბოსტონის ბედი მაიამიზე ჰკიდია
NBA-ს ფინალში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „მაიამი“ ითამაშებენ. „ლეიკერსის“ ამბავი გუშინ გითხარით, ამ დილით კი მაიამელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „ბოსტონ სელტიქსი“ (17 ჩემპიონობა) დასცეს – 125:113 და საერთო ჯამში 4:2 მოიგეს. თუმცა, საინტერესო ის ფაქტია, რომ „მაიმიმ“ სერიაში ჩაგდებული ბურთების რაოდენობით 674:675 წააგო. ბოლო 30 წელიწადში „ჰიტი“ გახდა პირველი...
ჯეიმსი და დევისი ერთმანეთისთვის თამაშობენ
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ მიმდინარე NBA-ს სეზონის პირველი ფინალისტია. დასავლეთ კონფერენციის გადამწვეტ სერიაში „ლეიკერსმა“ 4:1 დაამარცხა „დენვერ ნაგითსი“. კალიფორნიელთაგან მოედანზე საუკეთესოები იყვნენ ლებრონ ჯეიმსი (38 ქულა, 16 მოხსნა, 10 პასი) და ენტონი დევისი (27 ქულა). ნამატჩევს დევისმა განაცხადა, რომ თუ „ლეიკერსი“ სეზონს ვერ მოიგებს, მისი და ლებრონის ჩავარდნა იქნება. „როდესაც გუნდში მივედი, ლებრონმა მითხრა, რომ პირველ საჩემპიონო...
ლუკას რეკორდები
სულ რაღაც 21 წლის არის ლუკა დონჩიჩი და უკვე ისტორიას წერს. სლოვენიელი კალათბურთელის დღევანდელი შედეგები გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფერს მომავალში ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელზე ვწერთ. „დალას მავერიქსის“ მცველი NBA-ს ფლეი ოფების ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, ვინაც სამმაგი დუბლი 40-ზე მეტ ქულასთან ერთად მოაგროვა. დონჩიჩმა „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ მატჩში 43 ქულა, 17 მოხსნა და 13...
ფლეი ოფი რეკორდებით
„იუტა ჯაზის“ მცველმა დონოვან მიჩელმა „დენვერთან“ წაგებულ შეხვედაში (125:135) 57 ქულა ჩააგდო. დონოვანი გახდა პირველი კალათბურთელი ფლეი ოფების ისტორიაში, რომელმაც წაგებულ მატჩში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო. საერთოდაც მიჩელმა ფლეი ოფებში მესამე შედეგი აჩვენა – მასზე მეტი ქულა მხოლოდ მაიკ ჯორდანსა (63) და ელჯინ ბეილორს (61) აუღიათ. ლუკა დონჩიჩმა „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ წაგებულ მატჩში (110:118) საკუთარ...
მამუკელაშვილი დრაფტიდან მოიხსნა
21 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს 2020 წლის დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა და მომავალ სეზონსაც NCAA-ს „სეტონ ჰოლში“ გაატარებს. გადაწყვეტილების მიღებამდე სანდრომ გასაუბრება NBA-ს 20-მდე გუნდთან გაიარა და ამერიკულ მედიას თუ დავეყრდნობით, 2 კლუბი დრაფტის მე-2 რაუნდის დასაწყისში არჩევას დაპირდა. თავად ქართველი კალათბურთელიც ამბობს, რომ NBA-ს კლუბებიდან ინტერესი და ყურადღება იყო. თუმცა ფიქრობს, რომ კიდევ...
ოცდაათიანები
ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი „ლოს ანჯელეს ლეიკერშსი“ ერთად პირველ სეზონს ატარებენ, მაგრამ არ გასჭირვებიათ კობი ბრაიანტისა და შაკილ ონილის დუეტის შედეგი გაემეორებინათ. კობი-შაკის დეუტმა 2002-03 წლებში მოახერხეს 20 მატჩში მინიმუმ 30 ქულა დაეგროვებინათ. ამჯერად იგივე ჯემსმა და ენტონმა მოახერხეს. ჯეიმსს ეს შედეგი უკვე დაფიქსირებული ჰქონდა, ხოლო დევისმა NBA-ს განახლებული სეზონის პირველივე მატჩში „ლოს ანჯელეს...









