21 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს 2020 წლის დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა და მომავალ სეზონსაც NCAA-ს „სეტონ ჰოლში“ გაატარებს.
გადაწყვეტილების მიღებამდე სანდრომ გასაუბრება NBA-ს 20-მდე გუნდთან გაიარა და ამერიკულ მედიას თუ დავეყრდნობით, 2 კლუბი დრაფტის მე-2 რაუნდის დასაწყისში არჩევას დაპირდა.
თავად ქართველი კალათბურთელიც ამბობს, რომ NBA-ს კლუბებიდან ინტერესი და ყურადღება იყო. თუმცა ფიქრობს, რომ კიდევ ერთი სეზონის კოლეჯის კლუბში გატარება, საშუალებას მისცემს, რომ მომავალ დრაფტზე პირველ რაუნდშივე აირჩიონ.
„სეტონ ჰოლი“ დატოვეს სასტარტო ხუთეულის სხვა წევრებმა მაილს პაუელმა, ქუინსი მაკნაიტმა და რომარო გილმა. ახლა, გუნდში ყველაზე გამოცდილი მოთამაშე სწორედ ქართველია.
ცნობისთვის, NCAA-ში ახალი სეზონისთვის მზადებას გუნდები ოქტომბერში დაიწყებენ, მატჩები კი ნოემბერში განახლდება. ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/08/2026 | 00:50იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
მთავარი ამბავი28/08/2026 | 16:18იბერიამ მეტოქეები გაიგო
სიახლეები23/08/2026 | 22:08ამხანაგური მოგება ისრაელთან
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
