
მემფის დეპაიმ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს „მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ ჯეიდონ სანჩოს ყიდვის საქმეში.
26 წლის დეპაი „მანჩესტერ იუნაიტედში” 2015-17 წლებში თამაშობდა, მას შემდეგ კი „ლიონშია”. ჰოლანდიელს ინგლისში ხელი მოეცარა. ლუის ვან გაალის ხელმძღვანელობით ვერც პირადად ივარგა და ვერც გუნდმა, საფრანგეთში კი ხელ-ფეხი გაეხსნა. და აი, ამ დღეებში დაირხა ხმა, რომ თავდამსხმელის შეძენა „დორტმუნდს” სურს და თუ გადაიბირებს, იქნებ ჯეიდონ სანჩოს აღარ ჩაებღაუჭოს.
covid 19-ის მიერ ეკონომიკურად შევიწროებული „მანჩესტერ იუნაიტედი” სანჩოში 100 მილიონ გირვანქაზე მეტს ვერ იხდის, არადა „სიტიში” აღზრდილი 20 წლის ინგლისელის ყიდვა ოლე გუნარ სულშერს ყველაფერზე მეტად სურს. სანჩოს შეძენა „ოლდ ტრეფორდის” ფანობასაც ძალიან გაახარებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა რაიან გიგზი: „სანჩო სწრაფია, სწორხაზოვანი, მაგრამ ჭკვიანი. მისი თვისებებიდან ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ როდესაც შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტოქის კარის მიმდებარე ზონებში შერბის, არ პანიკობს. ასეთ სიტუაციაში ბევრი გარემარბი იბნევა, ის კი არა. ის სწორ პასს აწვდის.
სანჩო კონტრშეტევისას ფასდაუდებელია. აგრეთვე, თუ ჩვენ დაცვაში ჩავდგებით, ის წინ მოატყუებს მეტოქეებს და სახიფათო მომენტებს შექმნის”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
