„მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგებს ოლე გუნარ სულშერი გაახსენდათ. მწვრთნელი კი არა, ფეხბურთელი. ის იყო ბოლოწამს გატანილი გოლების სპეციალისტი და აი, გუნდში ამ საქმის ახალი სპეციალისტი გამოჩნდა — 19 წლის შვედი ანტონი ელანგა. სულ ახლახან, კვირას, პრემიერლიგაში, „ელანდ როუდზე“, „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ ელანგა და ფრედი ერთად შევიდნენ მოედანზე და ორივემ გაიტანა —როდესაც ისინი მოედანზე შედიოდნენ ანგარიში 2:2…
ოლე გუნარ სულშერი ამაყია: მისმა ქალიშვილმა კარნამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქალთა გუნდში ითამაშა. კარნას დებიუტი ფეხბურთის ასოციაციის თასზე, „ბრიჯვოთერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შედგა. კარნა სულშერი მწვრთნელმა მარკ სკინერმა მოედანზე 87-ე წუთზე შეუშვა, როდესაც „იუნაიტედი“ 2:0-ს იგებდა და თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო. მატჩს ესწრებოდნენ მამა ოლე და დედა სილიე. თავად კარნა 19 წლის არის. სტატისტიკოსებმა უცბად დაადგინეს, რომ…
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი ფიქრობს, რომ „ლივერპულის“ თავდამსხნელი დივოკ ორიჯი, მისი ყოფილი თანაგუნდელის ანალოგიური ვარიანტია – რასაც აკეთებდა ოლე გუნარ სულშერი ორიჯიც იგივეს იმეორებსო. შეგახსენებთ, ნორვეგიელს 91 გოლიდან 17 თამაშში შეცვლაზე შესულს აქვს გატანილი. ინგლისურად ამას უწოდებენ ,,super sub”-ს, ანუ სუპერშეცვლა, ჩვენებურად – ოქროს სათადარიგო. თამაშში ჩართვის შემდეგ გატანილი გოლებით, ოლემ „მანჩესტერს“ ბევრი…
ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი მარტინ სამუელი, რომელსაც ფაქტობრივად ბრიტანეთის ყველა პრესტიჟულ გამოცემაში უმუშავია, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ, ოღონდ ჯერ მაინც დროებით მწვრთნელ (6 თვიანი ხელშეკრულება უნდა გააფორმოს) რალფ რანგნიკზე „დეილი მეილში“ წერილს აქვეყნებს. შესავალში ის ბრიტანეთში პოპულარულ სიტკომს „სეინფილდს“ იხსენებს და გვიხსნის, რომ ამ სერიალში არის გმირი სახელად ჯორჯი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, რომ ყველაფერი, რაც…
ჰარი მაგუაირის კარიერაში უდიდესი კრიზისია. მისმა გუნდმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, ახალი მწვრთნელი უნდა მოძებნოს — მას მერე, რაც პრემიერლიგის ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ოლე გუნარ სულშერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დღეს, ჩემპიონთა ლიგაში, „ვილიარეალთან“ გუნდს მოედანზე მაიკლ ქერიკი გაიყვანს, ზოგადად კი, კანდიდატთა შორტ-ლისტში ორი მწვრთნელია, ბრენდენ როჯერსი და მაურისიო პოჩეტინო. მაგუაირმა თქვა: „თუკი ჩემს თანაგუნდელებს შეეკითხებით,…
თუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაურეკავენ, მაურისიო პოჩენიტო მზად არის „პარი სენ ჟერმენის“ წვრთნას დღესვე დაანებოს თავი და „ოლდ ტრეფორდზე“ გადაბარგდეს. ეს ინფორმაცია „დეილი მეილმა“ გაავრცელა. „იუნაიტედმა“ გუნდის გაძღოლა ჯერჯერობით მაიკლ ქერიკს დაავალა, თუმცა, პარალელურად დროებით მწვრთნელს ეძებს. ამ წინადადებამ რომ არ დაგვაბნიოს, განვმარტოთ: ქერიკი „იუნაიტედს“ ორიოდ თამაშში გაუძღვება, დროებითი მწვრთნელი კი დაერქმევა მას, ვინც მის მერე,…
„დეილი მეილი“ წერს, რომ წუხელ, „უოტფორდთან“ სამარცხვინო (1:4) წაგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დირექტორატმა საგანგებო თათბირზე ოლე გუნარ სულშერის მოხსნა გადაწყვიტა. თამაშის დასრულების შემდეგ, „ვიკარიჯ როუდზე“ ნორვეგიელი ბოდიშებს იხდიდა, ფანობა კი ტრიბუნიდან „ბუუს“ დასძახოდა. ეს იყო ოდესღაც ძლევამოსილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მორიგი პარტახი, რასაც მწვრთნელის შეცვლა მოჰყვება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შემდგომ ორ შეხვედრას გუნდის ყოფილი…
ოლე გუნარ სულშერი დარწმუნებულია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გამარჯვების გზაზე დააყენებს და „ოლდ ტრეფორდიდან“ არ გაუშვებენ. ნორვეგიელმა მწვრთნელმა გასული კვირა სამშობლოში გაატარა და ახლა დასვენებული შეუდგება საქმეს. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ ბოლო 12 შეხვედრიდან 6 წააგო. უახლოესი ორი თამაში, რომელიც სულშერის ბედის გადაწყვეტაში დიდ როლს ითამაშებს ასეთია: შაბათს სტუმრად „უოტფორდთან“, მომდევნო კვირის შუაში კი ჩემპიონთა ლიგის F…
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოლე გუნარ სულშერის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო. მანკუნიელთა ხელმძღვანელობისთვის, „ლივერპულთან“ და „სიტისთან“ მარცხი უპატიებელია, რის გამოც ნორვეგიელს სიტუაციის გამოსწორების შანსი აღარ ექნება. ამ მომენტისთვის, უცნობია სულშერს როდის გაათავისუფლებენ, ეს შესაძლოა სეზონის ბოლოსკენაც კი მოხდეს. მწვრთნელი და მისი გუნდი კი 10-დღიანი შვებულებიდან საწვრთნელ ბაზას დღეს დაუბრუნდნენ. „მანჩესტერის“ ბოსები „აიაქსის“ ერიკ ტენ ჰაგის და ესპანეთის ნაკრების…
ბრიტანული მედია წერს, რომ „ჩელსის“ ყოფილი თავკაცი ფრენკ ლემპარდი კარიერის ინგლისურ პრემიერლიგაშივე გაგრძელებას იმედოვნებს. საუკეთესო ვარიანტში, მას ამის შანსი სეზონის დასრულებამდე მიეცემა. ლემპარდი მზადაა, ჩაიბაროს „ლესტერი“, თუკი გუნდს ბრენდან როჯერსი დატოვებს. ამ უკანასკნელის გვარმა მაშინ გაიჟღერა, როცა „მანჩესტერში“ ოლე-გუნარ სულშერის შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი. ჯერჯერობით, როჯერსით სულშერის ჩანაცვლება მხოლოდ თეორიაა, მაგრამ ლემპარდს „ლესტერის“ ვარიანტი იმდენად ხიბლავს,…
ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოლე გუნარ სულშერის ზინედინ ზიდანით შეცვლის მიზნით ნაბიჯებს ააქტიურებს. სულშერი განსაკუთრებული რისხვის ობიექტი მას მერე გახდა, რაც „იუნაიტედმა“ შინ „ლივერპულთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ 0:5 და 0:2 წააგო. იმასაც ამბობენ, რომ სულშერს კლუბის ხელმძღვანელებმა თითქოსდა სამი თამაში უბოძეს, მაგრამ, როგორც ჩანს ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის. თან, „სანდი ტაიმსი“ დაჟინებით…
ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს ერთკვირიანი დასვენება გამოუცხადა, ოჯახს ხელი მოჰკიდა და ნორვეგიაში გაემგზავრა. კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული მწვრთნელის ასეთმა საქციელმა კლუბში ყველა სახტად დატოვა. ცხადია, ამ კვირის განმავლობაში, ქერინგტონის ბაზაზე სიარული ფეხბურთელების უმეტესობას მაინც არ მოუწევდა, რადგან თავიანთი ქვეყნების ეროვნულ გუნდებში არიან გამოძახებულები, მაგრამ მანჩესტერში რჩებოდა კარგა დიდი ჯგუფი, რომელთანაც მუშაობა შეიძლებოდა….
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სურვილს, ოლე გუნარ სულშერი გუნდის სათავეში სეზონის ბოლომდე დატოვოს, პირველი დარტყმა „ლივერპულთან“ 0:5 დამარცხებამ მიაყენა, მანჩესტერულ დერბიში ნაწვნევმა 0:2-მა კი ნორვეგიელი მწვრთნელის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. სტატისტიკა მეტყველებს, რომ „იუნაიტედმა“ ბოლო 12 შეხვედრიდან 6 წააგო. და ეს ხდება იმ სეზონში, როდესაც კლუბმა 135,6 მილიონ გირვანქად ჯეიდონ სანჩო, რაფაელ ვარანი და თვით კრიშტიანუ რონალდუ…
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში ბერგამოს “ატალანტას” წყვილი გოლი ორივე ტაიმის დამატებულ წუთებზე გაუტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა. ეს პორტუგალიელის 126-ე და 127-ე “მანჩესტერული” გოლები იყო. ამ მაჩვენებლით მან უკან მოიტოვა გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი. ნორვეგიელი “მანჩესტერის” ღირსებას 1996-2007 წლებში იცავდა და 126 გოლის გასატანად 366 მატჩი დასჭირდა, 36 წლის პორტუგალიელმა…
კრიშტიანუ რონალდუ იმედოვნებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ 3:0 ძლევით მანკუნიანელთა უხეირო პერიოდი დამთავრდება. ლონდონში ჩასულ „იუნაიტედს“ შინ, „ლივერპულთან“ წაგებული 0:5 და სტუმრად, „ლესტერთან“ ნაწვნევი 2:4 უმძიმებდა გულს. სასწორზე იდო მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის თანამდებობაც, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს საკითხი ჯერაც არ არის გადაწყვეტილი. როგორც ირკვევა, „ოლდ ტრეფორდის“ ბოსებმა ნორვეგიელს…
„სანისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულთან“ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვებულმა პოლ პოგბამ თამაშის დამთავრების შემდეგ ოლე გუნარ სულშერს ზედაც არ შეხედა. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპულთან“ შინ 0:5 წააგო. პოგბა მოედანზე შესვენებისას შევიდა, სტუმართა მეხუთე გოლის ეპიზოდში ბურთი დაკარგა, ცოტა ხნის შემდეგ კი ნაბი კეიტას ეუხეშა და წითელი ბარათი მიიღო. მატჩის დამთავრების შემდეგ მოედანზე ათი…
„ოლდ ტრეფორდზე“ ჭორი დაირხა, რომ ოლე გუნარ სულშერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობას ებღაუჭება, თავს კი ანტონიო კონტეს აჩრდილი წამოადგა. „ლივერპულთან“ 0:5 განადგურების შემდეგ, კლუბში მას უკვე თავაზიან მხარდაჭერას აგრძნობინებენ, რაც ნამდვილ მხარში დგომას აღარ ჰგავს. თავმჯდომარეებმა ჯოელ და ავრამ გლეიზერებმა ორშაბათს აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდთან და მმართველ დირექტორ რიჩარდ არნოლდთან ერთად კრიზისისადმი მიძღვნილი საგანგებო სხდომა…
ეს იყო ყველაზე შავი დღე ოლე გუნარ სულშერისთვის მას მერე, რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი გახდა. მანკუნიანელებმა „ლივერპულთან“ შინ 0:5 წააგეს. ამ ისტორიულ მოქიშპესთან „იუნაიტედი“ შინ ასე მწარედ არასდროს დამარცხებულა და კიდევ — რაც პრემიერლიგაა, პირველი ტაიმი 0:4 არ წაუგია. მო სალაჰმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. შეცვლაზე შესვენებისას შესული პოლ პოგბა 15 წუთში გააძევეს — ფრანგმა პირდაპირ წითელი…
„სანმა“ შეიტყო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ატალანტას“ ჩემპიონთალიგური შეხვედრის შესვენებისას, როდესაც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, კრიშტიანუ რონალდუმ თანაგუნდელებს შავი დღე აყარა. უკბილო პირველი ტაიმის შემდეგ ოლე გუნარ სულშერი თურმე ფეხბურთელების დამშვიდებას ცდილობდა, როდესაც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გადაწყვიტა საქმეში ჩარეულიყო და სერ ალექს ფერგიუსონის არსენალიდან ნაცადი იარაღისთვის მიემართა. წყარომ, რომელსაც „სანი“ ბუნებრივია არ ასახელებს, თქვა: „კრიშტიანუმ…
ეს კვლავ ჩემპიონთა ლიგაში მოხდა. კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მორიგ სენსაციურ „ქამბექს“ დაადგა გვირგვინი. F ჯგუფში ოლე გუნარ სულშერის გუნდმა „ატალანტას“ მოუგო. გეხსომებათ კრიშტიანუს გოლი „ვილიარეალთან“, მსაჯის წამატებულ წუთებში. და აი, კვლავ გამარჯვების დარტყმა. ამჯერად 81-ე წუთზე. მანკუნიანელები ბერგამოელებთან 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ შემოატრიალეს — 3:2 მოიგეს. ბედის ირონიაა, რომ ამ შეხვედრის წინ, ყოფილმა თანაგუნდელმა გარი…
გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გუშინდელი კატასტროფის შემდეგ (2:4 სტუმრად „ლესტერთან“) თქვა, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდი არაფრის მომგები არ არის. ნევილმა „ლესტერ სიტის“ მხოლოდ ნახევრად კარგი გუნდი უწოდა და სინანულით დასძინა, რომ „მანჩესტერი“ ორგანიზაციული თვალსაზრისით იმდენად სუსტია, რომ ამ დონის მეტოქეებსაც კი ვერ უწევს წინააღმდეგობას. „სქაი სპორტის“ ექსპერტმა თქვა: „მანჩესტერელები კარგ გუნდობასთან ახლოსაც არ არიან….
ინგლისური პრესა წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ოლე გუნარ სულშერს უთხრა, ფიზიკურად მზად ვარ პრემიერლიგის ყველა შეხვედრაში თავიდანვე რომ ვითამაშოო. პორტუგალიელ ვარსკვლავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელისა და თავისი ყოფილი თანაგუნდელისთვის ამის თქმა იმიტომ დასჭირდა, რომ მან ორი კვირის წინ, „ევერტონთან“ შეხვედრაში, ის სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა. რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და 57-ე წუთზე ედინსონ კავანის ნაცვლად ჩაერთო…
არ იშლის ეს კაცი განსაკუთრებულობას და რა გინდა ქნა?! კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერის“ მთავარ მწვრთნელ ოლე-გუნარ სულშერს შეხვდა და თანაგუნდელების მიმართ პრეტენზიები გამოთქვა – ბურთი ჩემამდე უფრო სწრაფად რომ მოჰქონდეთ, მეტ გოლს გავიტანდიო. რეაქცია ასეთია: სულშერმა ნახევარდაცვის ხაზს დაავალა, შეტევას უსწრაფესად მიაწოდონ ბურთი, რათა რონი მაქსიმალურად მომარაგდეს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზარდოს. შესაბამის სქემებს „მანჩესტერის“…
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქერინგტონის საწვრთნელ ცენტრს დაუბრუნდა. მან, ირლანდიასთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო, წუხელ აზერბაიჯანისა და პორტუგალიის ნაკრებთა შეხვედრა გამოტოვა და საკლუბო საქმეებს მიხედა. ქერინგტონში, სადაც კრიშტიანუმ ბოლოს 2009 წელს ივარჯიშა, მთავარი ცვლილება ის იყო, რომ მას სერ ალექს ფერგიუსონის ნაცვლად ყოფილი თანაგუნდელი ოლე გუნარ სულშერი შეეგება. სანამ 36 წლის ვარსკვლავი სანაკრებო თამაშების პერიოდში…
გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი სტუდიაში შეკამათდნენ. ისინი ვერ შეთანხმდნენ, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შემდეგ „ლივერპული“ გავა მესამე ადგილზე თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“. „სქაი სპორტის“ ექსპერტები გადაცემაში „ორშაბათ ღამის ფეხბურთი“, პროგნოზებს ამბობდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონი ულაპარაკოდ „სიტი“ გახდება, მეორეზე კი „ჩელსი“ გავა. დავა მესამე ადგილმა გამოიწვია. კარაგერი „ლივერპულს“ უჭერდა მხარს, ნევილი კი „იუნიტედს“ — როგორც…
ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა 2024 წლამდე და კიდევ ერთი წლით გაგრძელების უფლებით. შეგიძლიათ მოიწონოთ ან დაიწუნოთ კლუბის ხელმძღვანელების ეს ნაბიჯი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: „მანჩესტერი“ აღარ ჰგავს ავგიას თავლას, რომელიც ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ კაპიტალურად უნდა დაასუფთაო. გუნდს გაუჩნდა ღერძი და საჭიროებს მხოლოდ წერტილოვან სელექციას. და ეს პირველად სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის…
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო გუნდის გაძლიერებაზე ფიქრი. მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ის 5 ფეხბურთელი დაასახელა ვისთან მუშაობაც სურს შემდეგ სეზონში. „მანჩესტერი“ პირველ ყოვლისა ორი მადრიდული გუნდის ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღბას. მადრიდის „რეალიდან“ ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის შეძენა სურთ, ხოლო „ატლეტიკოდან“ ინგლისელი განაპირა მცველის კიერან ტრიპიერის გადაბირებას ცდილობენ. სულშერმა, არა მარტო დაცვის, შეტევის გაძლიერებაზეც ბევრი იფიქრა….
ჟოზე მოურინიუმ ოლე გუნარ სულშერს შეუტია. ეს მას მერე მოხდა, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელები თამაშის შემდეგ გასახდელში წალაპარაკებულან. მიზეზი: სულშერმა „სფურზის” კორეელ ფეხბურთელს, სონს, სიმულაციაში დასდო ბრალი. თითქოს, მან გააფორმა, რომ სკოტ მაკტომინეიმ მის წინააღმდეგ წესი დაარღვია, რის გამოც ედინსონ კავანის გოლი არ ჩაუთვალეს. შეხვედრა მაინც სტუმრების, „იუნაიტედის” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. სულშერმა…
ამ თამაშის შემდეგ, ოლე გუნარ სულშერი ტრადიციების პატივისმცემელ ინგლისელ გულშემატკივართა სიყვარულს ვერ მოიმკიდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჯერ თასების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა, შემდეგ კი ეს საქმითაც დაადასტურა და თავისი მთავარი ვარსკვლავი ბრუნო ფერნანდეში სასტარტო შემადგენლობაში საერთოდ არ ათამაშა. შედეგად, ფეხბურთის ასოციაციის თასის ეს მეოთხედფინალური მატჩი შესანიშნავად მოთამაშე „ლესტერის” გამარჯვებით დასრულდა — 3:1. ამრიგად, „მელიები” გავიდნენ ნახევარფინალში,…
გუშინ, „ეტიჰედზე” იმგვარი რამ მოხდა, რომ უნებურად გაჩნდა კითხვა: კი მაგრამ, თუ ძალთა თანაფარდობა ასეთია, „მანჩესტერ სიტი” „მანჩესტერ იუნაიტედს” 11 ქულით რანაირად უსწრებს? მაყურებელმა ნახა ოლე გუნარ სულშერის გუნდის დიდოსტატური თამაში იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც აქამდე ზედიზედ 21 მატჩი ჰქონდა მოგებული, წაგებით კი 28 შეხვედრა არ წაეგო — მანჩესტერული დერბი „იუნაიტედის” გამარჯვებით დასრულდა, 2:0. გამარჯვებულმა…
„მანჩესტერ იუნაიტედში” დავიდ დე ხეას პოზიცია როგორც ჩანს სერიოზულად შეირყა — ოლე გუნარ სულშერმა ის შინ, ესპანეთში გაუშვა, დაისვენე და მერე დაგვიბრუნდიო. ახლა, გამოდის, რომ დე ხეას შემცვლელი დინ ჰენდერსონი გუნდის კარს მიჯრით ექვს შეხვედრაში დაიცავს. ესპანელი მეკარის შინ დაბრუნებას პირადი მიზეზიც აქვს: მისმა პოპ-ვარსკვლავმა მეგობარმა ქალმა ედურნე გარსიამ წყვილის პირველი შვილი უნდა გააჩინოს. სულშერმა…
„მანჩესტერ იუნაიტედის” ბოსი ოლე გუნარ სულშერი ალბათ კმაყოფილი დარჩა, რომ მისმა გუნდმა პრემიერლიგაში, სტუმრად უკვე 21-ე შეხვედრა არ წააგო, მაგრამ… იმავდროულად ძალიან უკმაყოფილოც იქნებოდა, რომ გაყინულ „სელჰარსტ პარკზე” ბიჭებმა მოსაწყენი ფეხბურთი აჩვენეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. თუ გახსოვთ, წინა ტურში „იუნაიტედმა” „ჩელსისთან” ითამაშა 0:0 და ატყდა ერთი ამბავი, რომ გუნდს, რომელსაც ჩემპიონობაზე აქვს პრეტენზია, ტოპ-ექვსეულის წარმომადგენელთა…
ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” „ჩელსისთან” შეხვედრაში პენალტი ეკუთვნოდა, მაგრამ არ დაუნიშნეს, რადგან… თამაშის წინა დღეს, „ჩელსის” საიტზე დაიწერა სტატია, რომელმაც მსაჯებზე იმოქმედა. სულშერი: „სულ გარე ზემოქმედებების ბრალია. „ჩელსის” მხრიდან ასეთი სტატიის საიტზე დადება ეშმაკობა იყო. მან მსაჯებზე გავლენა იქონია”. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ნორვეგიელს სთხოვა დაეზუსტებინა, რომელ სტატიას გულისხმობდა ის. „ნახეთ „ჩელსის” საიტი და…
გუშინ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ჩელსიმ” 0:0 ითამაშეს. ეს იყო მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა მეორე 0:0 დასავლეთლონდონელებთან. და ეს იყო პრემიერლიგის „დიდი ექვსეულის” მეტოქეებთან მათი ზედიზედ მეოთხე 0:0. მეტსაც გეტყვით, „დიდი ექვსეულისთვის” მანკუნიანელებს ბოლო 6 შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ. ხოლო, ის ერთადერთი, რომელიც „იუნაიტედმა” ამ ზეპური ჯგუფის წევრებს გაუტანა, გულშემატკივარმა ოქტომბერში ნახა, „ტოტენჰემთან”, მაგრამ ვაი იმ გატანას…
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ახლა კი ტელეექსპერტმა პოლ სქოულზმა 26 წლის ბრუნო ფერნანდეში აქო და ადიდა. გუშინ „იუნაიტედმა” „ნიუკასლს” მოუგო 3:1. უნდა ითქვას, რომ იმასთან შედარებით, რასაც ფანები მიაჩვია, ფერნანდეშმა „კაჭკაჭებთან” წყნარად ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა და საგოლე პასის გადაცემა მაინც მოახერხა. შედეგად, მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის გოლებიცა და საგოლე პასებიც უკვე ორნიშნა რიცხვით ითვლება (15 და…
ოლე გუნარ სულშერი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ „ვესტ ბრომვიჩთან” გუშინდელი 1:1-ის მიუხედავად, „მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონობის რეალური კანდიდატია. არადა, ჯერ ერთი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდთან ორი ქულის დაკარგვა უბრალოდ არ შეიძლებოდა და მეორეც, ცოტა ძნელია ჩემპიონობისთვის ბრძოლა, როდესაც ხუთ თამაშში ცხრა ქულას ქარს ატან. „ოლდ ტრეფორდის” ნორვეგიელმა ბოსმა თქვა: „ასე ადრე დანებება გამორიცხულია. არავინ…
არის საშიშროება, რომ პრემიერლიგის კლუბები სამუშაოდ უცხოელ მწვრთნელებს ვეღარ მიიპატიჟებენ — ინგლისურ ფეხბურთში წესი და კანონი შეიცვალა. პოსტ-ბრექსიტული პერიოდის ახალი რეგულაციები ემიგრაციის საკითხებსაც შეეხო. ეს რეგულაციები იანვარში ჰოუმ ოფისმა და ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ ერთობლივად მიიღეს. მათ თანახმად, მომავალში ბევრი უცხოელი მწვრთნელი ბრიტანეთში სამუშაოდ ვეღარ ჩავა. მაგალითისთვის, ისეთი სპეციალისტები, როგორებიც არინ მარსელო ბიელსა და ოლე გუნარ…
ოლე გუნარ სულშერს სურს მისი ფეხბურთელები გაცუდდნენ და მსაჯებზე ზემოქმედება დაიწყონ. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა საჯაროდ თქვა, რომ 28 იანვარს, „შეფილდ იუნაიტედთან” წაგებული შეხვედრის (1:2) დელეგატმა პრემიერლიგაში წარადგინა პატაკი, სადაც ჩაწერა, რომ მსაჯები „იუნაიტედის” საზიანოდ შეცდნენ. — „შეფილდ იუნაიტედთან” ჩატარებულმა მატჩმა დამოკიდებულება შემაცვლევინა. მე ვნახე დელეგატის პატაკი, სადაც ის წერს, რომ ამ დღეს მსაჯები ორჯერ შეცდნენ…
„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ ბრუნო ფერნანდეში ტელევიზორში თითქმის ყველა საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციას უყურებს, ხოლო კონკურენტების, „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” შეხვედრებს არასდროს ტოვებს. სულშერის აზრით ფერნანდეში შეძლებს ზიდოს „იუნაიტედის” თილისმის მძიმე ტვირთი. „მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლოს ინგლისის ჩემპიონი 2013 წელს იყო. მიმდინარე სეზონში გუნდი კვლავ ტიტულისკენ მიიწევს, თუმცა ორიოდ დღის წინ, პრემიერლიგის მაჩანჩალა…
საინტერესოდ წერს „დეილი მეილი”, ფინალი ორნაირი არსებობს, ერთი, რომელიც დიდი ასოთი უნდა დაწერო და მეორე — პატარათიო. ჩვენ, ქართველებს, დიდი და პატარა ასო არ გვაქვს, ამიტომ ინგლისელი ჟურნალისტის აზრი ასე ვთარგმნოთ: ფინალი ორნაირია, ერთი, რომელიც დიდ სტადიონებზე იმართება, ბოლოს გამარჯვებულს თასს გადასცემენ და მის პატივსაცემად სადღესასწაულო მელოდიას უკრავენ და მეორე — მეტაფორული, რომლის ბოლოსაც არავინ…
„მანჩესტერ იუნაიტედი” და „ლივერპული” ერთმანეთს ყველაფერში ეჯიბრებიან, მათ შორის 55 მილიონ გირვანქად შეფასებული ცენტრალური მცველის დაიოტ უპამეკანოს ყიდვაში. მერსისაიდელთა მწვრთნელს, იურგენ კლოპს, „ლაიპციგიდან” 22 წლის ფრანგის გადაბირება კარგა ხანია სურს — უნდა, დაშავებული ვირჯილ ვან დაიკის ადგილას ათამაშოს, — მაგრამ ბოლოს წამოცდა, ამ იანვარში არავის ვიყიდიო და „იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმაც გადაწყვიტა მომენტი ხელიდან…
ტრადიციულად, ინგლისური სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი „ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებაა. ამჯერად, ეს დაპირისპირება ჩვეულებრივზე მეტად მოექცა ყურადღების ცენტრში, რადგან ლიდერი ჩემპიონს ხვდებოდა. დაამატეთ ამას ლოზუნგი, რომ covid 19-ის ეპოქაში ფეხბურთი არ უნდა შეჩერდეს, ვინაიდან ის ერს ამხნევებს და მიიღებთ სანახაობას, რომელსაც ბრიტანეთში ასე ძალიან ელოდნენ და რომელმაც, თუ პრესას თვალს გადავავლებთ, არ გაამართლა. „ენფილდზე”,…
ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მადრიდის „რეალი“ ინგლისურ კლუბებთან „იომებს“. ბრიტანული მედია წერს, რომ ესპანელები სატრანსფერო ბაზარზე „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველა ბრძოლას მოუგებს. მიუნხენის „ბაიერნის“ უნივერსალი დავიდ ალაბა „ლივერპულს“ სურს, მაგრამ გარდიანის ინფორმაციით, მერსისაიდელებს ავსტრიელი მცველის დამატების შანსი არ აქვს, ვინაიდან ალაბასა და „რეალის“ 4-წლიანი კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეთანხმდა. „რეალს“ არც „სევილიას“ ჯულს კუნდე ავიწყდება,…
ახლა, სიტყვა „მანჩესტერ იუნაიტედზეა”. „ლივერპულს” შეეძლო საახალწლოდ ცხრილის სათავეში ხუთი ქულით დაწინაურებულიყო, მაგრამ ვაგლახ: ბოლო ოთხ დღეში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. თან, მეტოქეებად ჰყავდნენ „ვესტ ბრომვიჩი” და „ნიუკასლ იუნაიტედი”. პირველი მე-19 ადგილზეა, მეორე კი ცოტა მაღლა, მეთოთხმეტეზე. თუ ცხრილში მერსისაიდელთა ფრეების გრაფას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ 6 წერია. ეს კი ბევრია. შედეგად, მდევრებს ხელ-ფეხი ხსნილი…
დღეს ბრიტანეთში შობას აღნიშნავენ და… ვერც აღნიშნავენ. „მანჩესტერ იუნაიტედმა”, მაგალითად, ვარჯიში დანიშნა, ტრადიციული საშობაო ზეიმი კი გაუქმებულია. ოლე გუნარ სულშერმა დილის ათის ნახევარზე, ქერინგტონის საწვრთნელ კომპლექსში შეკრება და საათანხევრიანი წვრთნა ბრძანა. 26 დეკემბერს, „ბოქსინგ დეიზე”, „იუნაიტედი” ლესტერში თამაშობს და ნორვეგიელი მწვრთნელი ამ შეხვედრისთვის შერჩეული სათამაშო გეგმის დამუშავებას აპირებს. რაც შეეხება კლუბის ზეიმს, რომელშიც ჩვეულებრივ ფეხბურთელების…
მართალია, „კარაბაოს თასის” მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა” ლივერპულში „ევერტონს” 2:0 მოუგო და პირველი გოლი ურუგვაელმა ვეტერანმა ედინსონ კავანიმ გაიტანა, მაგრამ თავად კავანი გაძევებას გადარჩა. მსაჯმა ვერ დაინახა, რომ ის მასპინძელთა კოლუმბიელ ცენტრალურ მცველს იარი მინას ყელში სწვდა და მოედანზე წააქცია, რაც ქვემოთ, ვიდეოზე კარგად ჩანს. არბიტრი გახლდათ ენდი მედლი. მოგეხსენებათ, „კარაბაოს თასს” ვიდეორეფერი არ ემსახურება და…
„მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ მისი გუნდის მიერ, ცოტა არ იყოს ერთფეროვან მანჩესტერულ დერბიში, ნაჩვენები ფეხბურთი იყო საუკეთესო — ასე, „სიტისთან”, რაც მე მწვრთნელი ვარ, არ გვითამაშიაო. შეხვედრა დასრულდა 0:0. სულშერის ნათქვამი ერთი შეხედვით უცნაურია, რადგან გასულ სეზონში მისმა გუნდმა „ხმაურიანი მეზობლები” სამჯერ(!) დაამარცხა. ნორვეგიელი გახდა მეორე მწვრთნელი, რომელმაც პეპ გვარდიოლას ერთ…
აგერ, გუშინ, ბრიტანულმა მედიამ, გაემზადეთ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მწვრთნელად მაურისო პოჩეტინო მიდისო და… დღეს, უკვე ESPN-მა, დიდი შანსია „იუნაიტედი“ იულიან ნაგელსმანმა გაწვრთნასო. თავადვე წერენ, 33 წლის გერმანელი სპეციალისტის ინტერესი კლუბიდან მიდისო… ასევე იყო საუბარი ბრენდან როჯერსზეც, მაგრამ იმასაც იუწყებიან, იმის მიუხედავად, რომ არასახარბიელო შედეგებია, კლუბი ჯერ მხარდაჭერას უცხადებს ოლე-გუნარ სულშერსო.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ მწვრთნელის შეცვლაზე დაფირდნენ. მიზეზი ბოლოდროინდელი არასახარბიელო შედეგებია. თუ Manchester Evening News-ს დავუჯერებთ, „წითელმა ეშმაკებმა“ რადარზე „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ყოფილი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო მონიშნეს. საქმე ის არის, რომ თავად არგენტინელსაც სურს მანჩესტერელთა გაწვრთნა და ამაზე 2019 წლის დეკემბერშიც საუბრობდა. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა ახლანდელ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლშიარს გუშინდელი ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე მხარს ბოლომდე…
პოლ პოგბამ ყველას გასაკვირად ბრალი აღიარა — როგორც თავად თქვა, მისმა „სულელურმა შეცდომამ” „მანჩესტერ იუნაიტედს” „არსენალთან” 0:1 წააგებინა. მანჩესტერელთა ნახევარმცველმა, რომელიც კლუბმა „იუვენტუსისგან” 2016 წელს 105 მილიონ ევროდ დაიბრუნა, შეხვედრის 69-ე წუთზე ექტორ ბელერინი წააქცია, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტი გაიტანა. ეს გახლდათ სულშერის მე-100 თამაში „იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში, რომელიც ნორვეგიელს ბუნებრივია ჩაშხამდა. მეორე მხრივ, „არსენალისთვის”…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes