„მანჩესტერ იუნაიტედის’’ ლეგენდას როი კინსა და პორტუგალიელ ვარსკვლავს, ბრუნო ფერნანდესს შორის შავმა კატამ გაირბინა. მოგეხსენებათ ისინი გუნდის ყოფილი და ამჟამინდელი კაპიტნები არიან. ფერნანდესს კინის ერთი ბოლოდროინდელი ნათქვამი არ მოეწონა და უპასუხა. არც პასუხის პასუხმა დააყოვნა. საქმე ასე იყო: პორტუგალიელმა საგოლე პასებში პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, ბოლო დღეს „ბრაიტონთან’’ 21-ე ასისტი შეასრულა. ამაზე 54 წლის კინმა თქვა,...
ჭდე: ბრუნო ფერნანდეში
გარი ლინეკერმა ერთი ბოთლი ღვინო წააგო
პორტუგალიამ საფრანგეთთან პენალტებში წააგო და ევრო 2024-ს გამოეთიშა. ნახევარფინალში ფრანგები ესპანელებს შეხვდებიან, პორტუგალიელები და მათი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ კი შინ გაემგზავრნენ. პორტუგალიისა და საფრანგეთის შეხვედრაში იყო ეპიზოდი, როდესაც „ლურჯების” კარში ჯარიმა დაინიშნა და… სწორად მაშინ წააგო ცნობილმა ინგლისელმა ვარსკვლავმა და ტელეჟურნალისტმა გარი ლინეკერმა ნიძლავი. ლინეკერი და მისი ოპერატორი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯარიმას რონალდუ დაარტყამდა, რიო...
ფიფამ და სენსორმა რონალდუს გოლი არ ჩაუთვალეს
ფიფას საგანგებო კომისიამ დაადგინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ურუგვაის ნაკრების კარში პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ გაუტანია. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 54-ე წუთზე კრიშტიანუ, ბრუნუ ფერნანდეშის ჩაწოდებულ ბურთზე ახტა და თითქოს თმის წვერებით შეეხო. ფიფამ გოლი ფერნანდეშს ჩაუწერა. მანჩესტერელმა შემდეგ პენალტიც გაიტანა და დუბლის შეასრულა. პორტუგალიამ 2:0 გაიმარჯვა და ვადამდე მოიპოვა მერვედფინალის...
გინების ერთი დღე
თუ გაინტერესებთ „მანჩესტერ იუნაიტედში” როგორი ურთიერთობებია, ინებეთ: ბრუნო ფერნანდეშმა ბრაზილიელ თანაგუნდელებს ფრედსა და ალექს ტელეშს ქერინგტონის საწვრთნელი ცენტრის შესასვლელიდან გასძახა, ნუ ხართ ასეთი გამო….ები, თქვენ აქ ფეხბურთი უნდა ითამაშოთ, ფილმი კი არ უნდა გადაიღოთო. ვიდეომ, სადაც ეს ამბავია ასახული სოციალური ქსელები მოიარა, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი როდინდელია. ერთი ფაქტია, რომ ბრაზილიური სამარკეტინგო სააგენტო O...
ბრუნო ფერნანდეში: მეც არ ვარ ღირსი
ბრუნო ფერნანდეშმა თქვა, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ამ კლუბში თამაშის ღირსები არ ვართო — შაბათს მანკუნიანელებმა ბრაიტონში 0:4 წააგეს. თავგადაკლული გულშემატკივრები, რომლებიც გუნდს ქვეყნის სამხრეთში გაჰყვნენ, თამაშის ბოლოს მღეროდნენ „თქვენ არ ხართ მზად ამ მაისურის ჩასაცმელად” (you’re not fit to wear the shirt). პორტუგალიელს ამ მინამღერის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა: „ვეთანხმები. ჩემი ჩათვლით ასეა. ის, რაც...
სპორტინგი შარში და ვალში
ფინანსური დავალიანებების გამო, ლისაბონის „სპორტინგს“ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოდან სამწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ლისაბონელები დავალიანებას უარყოფენ, უეფა კი მტკიცებულებებს ითხოვს. ლისაბონურ კლუბს დავალიანება 15 იანვრამდე უნდა დაეფარა, მაგრამ ვერ შესძლეს და უეფამ დამატებით 250 000 ევროთი დააჯარიმა. საქმე ეხება „სპორტინგიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 55 მილიონ ევროდ გადაბარგებული ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერს, რომელშიც აღებული თანხის 10% იტალიურ „სამპდორიას“ ეკუთვნოდა....
კოუტინიუს ჯადოსნური დაბრუნება
როდესაც ფილიპე კოუტინიუ „ლივერპულში“ ჯადოქრობდა, იურგენ კლოპი დღეს არ აცდენდა მასზე აღმატებით ხარისხში რომ არ ელაპარაკა. შემდეგ ბრაზილიელმა ინგლისი დატოვა და „ბარსელონაში“ გადაბარგდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა. გამოსავლის ძიებაში კატალონიელებმა ის ერთი წლით „ბაიერნში“ გაუშვეს იჯარით, შემდეგ ისევ დაიბრუნეს, მაგრამ ვაგლახ. და აი, მორიგი იჯარა — კოუტინიუ „ასტონ ვილაში“ გადაბარგდა და მას კვლავ მოუხდა ბრიტანული...
იუნაიტედმა რანგნიკს მოგება აჩვენა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი დროებითი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ტრიბუნიდან უყურებდა, თუ როგორც შემოატრიალა თამაში მისმა მომავალმა გუნდმა, მოუგო რა „ოლდ ტრეფორდზე“ „არსენალს“ 3:2. ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის მე-800 და 801-ე გოლები გაიტანა. ლონდონელებმა იცოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში „ვესტ ჰემს“ ადგილს გაუცვლიდნენ, მეოთხეზე ამაღლდებოდნენ და მათი მოწადინება დაფასდა — „მეთოფეებმა“ ანგარიში გახსნეს, თუმცა გოლი ცოტა უცნაური...
მანჩესტერში ცუდი მდგომარეობაა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სურვილს, ოლე გუნარ სულშერი გუნდის სათავეში სეზონის ბოლომდე დატოვოს, პირველი დარტყმა „ლივერპულთან“ 0:5 დამარცხებამ მიაყენა, მანჩესტერულ დერბიში ნაწვნევმა 0:2-მა კი ნორვეგიელი მწვრთნელის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. სტატისტიკა მეტყველებს, რომ „იუნაიტედმა“ ბოლო 12 შეხვედრიდან 6 წააგო. და ეს ხდება იმ სეზონში, როდესაც კლუბმა 135,6 მილიონ გირვანქად ჯეიდონ სანჩო, რაფაელ ვარანი და თვით კრიშტიანუ რონალდუ...
რონალდუმ თანაგუნდელებს შეუძახა
„სანმა“ შეიტყო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ატალანტას“ ჩემპიონთალიგური შეხვედრის შესვენებისას, როდესაც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, კრიშტიანუ რონალდუმ თანაგუნდელებს შავი დღე აყარა. უკბილო პირველი ტაიმის შემდეგ ოლე გუნარ სულშერი თურმე ფეხბურთელების დამშვიდებას ცდილობდა, როდესაც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გადაწყვიტა საქმეში ჩარეულიყო და სერ ალექს ფერგიუსონის არსენალიდან ნაცადი იარაღისთვის მიემართა. წყარომ, რომელსაც „სანი“ ბუნებრივია არ ასახელებს, თქვა: „კრიშტიანუმ...









