ფინანსური დავალიანებების გამო, ლისაბონის „სპორტინგს“ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოდან სამწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ლისაბონელები დავალიანებას უარყოფენ, უეფა კი მტკიცებულებებს ითხოვს. ლისაბონურ კლუბს დავალიანება 15 იანვრამდე უნდა დაეფარა, მაგრამ ვერ შესძლეს და უეფამ დამატებით 250 000 ევროთი დააჯარიმა. საქმე ეხება „სპორტინგიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 55 მილიონ ევროდ გადაბარგებული ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერს, რომელშიც აღებული თანხის 10% იტალიურ „სამპდორიას“ ეკუთვნოდა. „სპორტინგი“ კი გაიძახის, რომ ეს ვალი გადახდილი აქვს. უეფამ პირდაპირ უთხრა პორტუგალიელებს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად 31 იანვრამდე აქვთ ვადა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
