ორშაბათს „უოტფორდმა“ კლაუდიო რანიერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 112-დღიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვა და მის მაგიერ სეზონის ბოლომდე 74 წლის როი ჰოჯსონი დანიშნა.
ლინეკერი რის ლინეკერი იქნებოდა, თავისებური არ ჩაეენაკვიმატებინა.
„უოტფორდმა“ როი ჰოჯსონთან სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება. მიკვირს, ასეთ ხანგრძლივ კონტრაქტზე როგორ დათანხმდნენ,“ – დაწერა ტვიტერში ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი საფეხბურთო ანალიტიკოსმა.
საქმე ის არის, რომ „უოტფორდს“ პოცოების ოჯახი ფლობს. ცოტა უცნაური ხალხია. ბოლო 10 წელიწადში უკვე მე-16 მწვრთნელი შეცვალეს. მათ შორის, თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი, შემდეგ კი დამრიგებელი, ჩისკო მუნიოსი, რომელმაც „ონავრები“ პრემიერლიგაში დააბრუნა.
რანიერი „უოტფორდში“ შარშანდელი ოქტომბრიდან მუშაობდა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
სიახლეები29/06/2026 | 21:06ბარსელონაში კეინი ახსენეს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
