ვენგერი და მსოფლიო: მონატრების მუღამი?

Home აქეთურ-იქითური ვენგერი და მსოფლიო: მონატრების მუღამი?
ვენგერი და მსოფლიო: მონატრების მუღამი?

არსენ ვენგერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, თუ რატომ სჯობს მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარება. „არსენალში“ ბრწყინვალე წლების მერე ვენგერი ფიფაში მუშაობს, ფეხბურთის გლობალურად განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს.

„ბევრი კრიტიკა მივიღე და მომთხოვეს კალენდრის შედგენა, თუ როგორ ვაპირებთ მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას. თუმცა იცით, რომ 2030 წლამდე არაფერი შეიცვლება, რადგან ჩემპიონატები უკვე დაგეგმილია.

…კალენდრის შედგენისას აუცილებელია კლუბებსა და ნაკრებებს შორის ჰარმონია, რათა მათ შორის დაპირისპირება ნაკლებად იყოს და გაუგებრობები არ წარმოიქმნას. ამიტომ შესარჩევებიც და დიდი ტურნირებიც საკლუბო სეზონის შემდეგ უნდა გაიმართოს.

ზოგადად საფეხბურთო სამყაროს ცვლილებები არ უყვარს, მაგრამ ახალ თაობას თუ გადავხედავთ, დაახლოებით 10-დან 18 წლამდე, მათ დროის სხვანაირი აღქმა და სხვა მოთხოვნები აქვთ. მათ სიახლეებით წამდაუწუმ კვება სჭირდებათ. ვნახოთ, ყველაფერი 2024 წელს გადაწყდება“.

ეს კარგია, მაგრამ მოლოდინი და ადრენალინი? მსოფლიო ჩემპიონატის მონატრების მუღამი?..

 

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ