ჭდე: ბრუნო ფერნანდეში

Home ბრუნო ფერნანდეში
მამობილის ზარი
ჩანაწერი

მამობილის ზარი

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მამობილის, სერ ალექს ფერგიუსონის ზარმა დააბრუნა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს გუშინ დილით დაურეკა და როგორც ინგლისური პრესა წერს, ემოციური ლაპარაკით გეზი შეაცვლევინა — პორტუგალიელმა „მანჩესტერ სიტის“ ნაცვლად „მანჩესტერ იუნაიტედში“ ამოჰყო თავი. „ოლდ ტრეფორდზე“ მას კვირაში 480 000 გირვანქას გადაუხდიან. ახლა ირკვევა, რომ სერ ალექსამდე რონალდუსთვის თანამემამულეს, „იუნაიტედის“ ვარსკვლავ ბრუნო ფერნანდეშსაც...

მანჩესტერი დღესვე მზადაა
ჩანაწერი

მანჩესტერი დღესვე მზადაა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო მზადება ევროპა ლიგის ფინალისთვის, რომელიც 26 მაისს პოლონურ  გდანსკში გაიმართება. როგორც ინგლისური მედია იტყობინება, ოლე გუნარ სულშერმა, „მანჩესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა „ფულემთან“ პრემიერლიგურ შეხვედრაშიც ის შემადგენლობა ათამაშა, რომელსაც ფინალში გაიყვანს. მატჩი, მოგეხსენებათ, ფრედ 1:1 დასრულდა და მასპინძელთაგან თავი ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გამოიჩინა ბრუნო ფერნანდეშის გადაცემის შემდეგ. პორტუგალიელმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა....

დედა, რა იყო ეს?!
ჩანაწერი

დედა, რა იყო ეს?!

გუშინ, „ეტიჰედზე” იმგვარი რამ მოხდა, რომ უნებურად გაჩნდა კითხვა: კი მაგრამ, თუ ძალთა თანაფარდობა ასეთია, „მანჩესტერ სიტი” „მანჩესტერ იუნაიტედს” 11 ქულით რანაირად უსწრებს? მაყურებელმა ნახა ოლე გუნარ სულშერის გუნდის დიდოსტატური თამაში იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც აქამდე ზედიზედ 21 მატჩი ჰქონდა მოგებული, წაგებით კი 28 შეხვედრა არ წაეგო — მანჩესტერული დერბი „იუნაიტედის” გამარჯვებით დასრულდა, 2:0. გამარჯვებულმა...

კაცი — უპირატესობა!
ჩანაწერი

კაცი — უპირატესობა!

„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ახლა კი ტელეექსპერტმა პოლ სქოულზმა 26 წლის ბრუნო ფერნანდეში აქო და ადიდა. გუშინ „იუნაიტედმა” „ნიუკასლს” მოუგო 3:1. უნდა ითქვას, რომ იმასთან შედარებით, რასაც ფანები მიაჩვია, ფერნანდეშმა „კაჭკაჭებთან” წყნარად ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა და საგოლე პასის გადაცემა მაინც მოახერხა. შედეგად, მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის გოლებიცა და საგოლე პასებიც უკვე ორნიშნა რიცხვით ითვლება (15 და...

სულშერი: VAR-ის ოთახში ვიღაცას ეძინა
ჩანაწერი

სულშერი: VAR-ის ოთახში ვიღაცას ეძინა

ოლე გუნარ სულშერი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ „ვესტ ბრომვიჩთან” გუშინდელი 1:1-ის მიუხედავად, „მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონობის რეალური კანდიდატია. არადა, ჯერ ერთი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდთან ორი ქულის დაკარგვა უბრალოდ არ შეიძლებოდა და მეორეც, ცოტა ძნელია ჩემპიონობისთვის ბრძოლა, როდესაც ხუთ თამაშში ცხრა ქულას ქარს ატან. „ოლდ ტრეფორდის” ნორვეგიელმა ბოსმა თქვა: „ასე ადრე დანებება გამორიცხულია. არავინ...

კაცი ტელევიზორთან
ჩანაწერი

კაცი ტელევიზორთან

„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ ბრუნო ფერნანდეში ტელევიზორში თითქმის ყველა საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციას უყურებს, ხოლო კონკურენტების, „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” შეხვედრებს არასდროს ტოვებს. სულშერის აზრით ფერნანდეში შეძლებს ზიდოს „იუნაიტედის” თილისმის მძიმე ტვირთი. „მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლოს ინგლისის ჩემპიონი 2013 წელს იყო. მიმდინარე სეზონში გუნდი კვლავ ტიტულისკენ მიიწევს, თუმცა ორიოდ დღის წინ, პრემიერლიგის მაჩანჩალა...

გამარჯვებულს ყველაფერი!
ჩანაწერი

გამარჯვებულს ყველაფერი!

საინტერესოდ წერს „დეილი მეილი”, ფინალი ორნაირი არსებობს, ერთი, რომელიც დიდი ასოთი უნდა დაწერო და მეორე — პატარათიო. ჩვენ, ქართველებს, დიდი და პატარა ასო არ გვაქვს, ამიტომ ინგლისელი ჟურნალისტის აზრი ასე ვთარგმნოთ: ფინალი ორნაირია, ერთი, რომელიც დიდ სტადიონებზე იმართება, ბოლოს გამარჯვებულს თასს გადასცემენ და მის პატივსაცემად სადღესასწაულო მელოდიას უკრავენ და მეორე — მეტაფორული, რომლის ბოლოსაც არავინ...

ვინც რა უნდა, ის თქვას
ჩანაწერი

ვინც რა უნდა, ის თქვას

ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულს” მასთან გატოლების საშუალებას არ მისცემს — „ლივერპულმა” ამ სეზონშიც რომ მოიგოს ტიტული,  მანკუნიანელთა რეკორდს გაიმეორებს, ინგლისის ოცგზის ჩემპიონი გახდება. კვირას ეს გუნდები „ენფილდზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მანჩესტერელთა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა თქვა: „ვის უნდა, რომ მოქიშპე მის დონემდე ამაღლდეს ან ჯილდოების რაოდენობით გაუტოლდეს? არავის. ამიტომაც, ჩვენთან, კლუბში, გასახდელში, ყველასთვის ყველაფერი ნათელია....

რაღაცის დასაწყისი
ჩანაწერი

რაღაცის დასაწყისი

მარკუს რეშფორდი ამბობს, რომ ამ სეზონში, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, ყველაფერი, ჩემპიონობის გარდა, წარუმატებლობა იქნება. „იუნაიტედი” კვირას „ლივერპულთან” სტუმრად თამაშობს და თუ მოიგებს, ჩემპიონს 6 ქულით გაასწრებს. რეშფორდმა თქვა: „ჩემპიონობას თუ შევძლებთ, დიდებული იქნება, მეორე და მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ვერ ვიტყვით, რომ კარგი სეზონი ჩავატერთ. მეორე-მესამე ადგილზე გასვლა ის არ არის, რაც სეზონის წინ მიზნად...

ჩანაწერი

ფერგიმ „ფერგი თაიმს” უყურა

სერ ალექს ფერგიუსონი პირბადის მიღმა ალბათ იღიმებოდა… „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელი იმ ყინვიან საღამოს სტადიონზე იყო და ცოცხლად ნახა, როგორ გაიტანა მეტოქის კარში გამარჯვების გოლი მარკუს რეშფორდმა ეგრეთწოდებულ „ფერგი თაიმში”. რეშფორდმა გოლი 90+3 წუთზე შეაგდო. არადა, საქმე 0:0-კენ მიდიოდა. გასაკვირი არც იყო, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ვულვერჰემპტონმა” ზეპირად ისწავლეს ერთმანეთი — გასულ სეზონში ოთხჯერ ითამაშეს....