თუ გაინტერესებთ „მანჩესტერ იუნაიტედში” როგორი ურთიერთობებია, ინებეთ: ბრუნო ფერნანდეშმა ბრაზილიელ თანაგუნდელებს ფრედსა და ალექს ტელეშს ქერინგტონის საწვრთნელი ცენტრის შესასვლელიდან გასძახა, ნუ ხართ ასეთი გამო….ები, თქვენ აქ ფეხბურთი უნდა ითამაშოთ, ფილმი კი არ უნდა გადაიღოთო.
ვიდეომ, სადაც ეს ამბავია ასახული სოციალური ქსელები მოიარა, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი როდინდელია. ერთი ფაქტია, რომ ბრაზილიური სამარკეტინგო სააგენტო O Clube Football იღებდა გადაცემათა ციკლს „ცხოვრების ერთი დღე”, რომლის ერთ-ერთი სერიის მთავარი გმირი ტელეში იყო.
ბევრმა თქვა, რომ ფეხბურთელებს შორის ეს შელაპარაკება ხუმრობა და დადგმული იყო. ალბათ მართალიცაა, მაგრამ გულშემატკივართა ნაწილმა ის სერიოზულად მიიღო და სოციალურ ქსელებში დაპოსტა, რომ „იუნაიტედის” ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ. ბევრი როი კინს და ძველ დროს მისტიროდა.
ჩანაწერში, ფრედსა და ტელეშს რომ შეახურებს, მერე ფერნანდეში გადამღებ ჯგუფს უყვირის, მოდი, ჩემი … გადაიღეთო.
ბრაზილიელები უხეში ლექსიკითვე პასუხობენ დაწყნარდი შე ასეთო და ისეთოო.
მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედში” მწვრთნელი შეიცვალა. ახალი სეზონიდან გუნდს ჰოლანდიელი ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის და საყოველთაო აზრით, ამიერიდან ბაზის შესასვლელთან სოციალურ თემებზე სიუჟეტების გადაღება შეუძლებელი გახდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
