„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა თქვა, რომ ახალ სეზონს დინ ჰენდერსონით დაიწყებს — ჰენდერსონი მეკარეა, რომელიც გასულ სეზონში იჯარით „ნოტინგემ ფორესტში” თამაშობდა. როგორც ცნობილია, „მანჩესტერ იუნაიტედს” „ინტერის” კარის მცველის ანდრე ონანას შეძენა უნდა, მაგრამ მილანელები კამერუნელს 51 მილიონ გირვანქად (59,5 მილიონი ევროდ) აფასებენ, მაშინ როდესაც მანჩესტერელები 43 მილიონ გირვანქაზე (50,1 მილიონი ევრო) მეტის გადასახდელად...
ჭდე: დინ ჰენდერსონი
იმ კვირაში წამსვლელ-დამრჩენებს ჩამოწერენ
„მანჩესტერ იუნიტედის” ტექნიკური გუნდი მომავალ კვირაში ოლე გუნარ სულშერთან ერთად დაჯდება და წამსვლელ-დამრჩენი ფეხბურთელების სიას ჩამოწერს. რამდენიმე დღის წინ კლუბი მენეჯმენტის სტრუქტურაზე ჩამოყალიდბა — საფეხბურთო დირექტორად ჯონ მარტუფი, ხოლო ტექნიკურ დირექტორად ყოფილი ფეხბურთელი დარენ ფლეტჩერი დაინიშნა. სულშერთან ერთად თათბირზე მათ გარდა იქნებიან მეტ ჯაჯი, რომელიც გახლავთ საფეხბურთო მოლაპარაკებათა დირექტორი და ვიცე-თავმჯდომარე, მანჩესტერულ საქმეთა მთავარი დამტრიალებელი...
როგორც ჩანს, შვილი მიზეზია
„მანჩესტერ იუნაიტედში” დავიდ დე ხეას პოზიცია როგორც ჩანს სერიოზულად შეირყა — ოლე გუნარ სულშერმა ის შინ, ესპანეთში გაუშვა, დაისვენე და მერე დაგვიბრუნდიო. ახლა, გამოდის, რომ დე ხეას შემცვლელი დინ ჰენდერსონი გუნდის კარს მიჯრით ექვს შეხვედრაში დაიცავს. ესპანელი მეკარის შინ დაბრუნებას პირადი მიზეზიც აქვს: მისმა პოპ-ვარსკვლავმა მეგობარმა ქალმა ედურნე გარსიამ წყვილის პირველი შვილი უნდა გააჩინოს. სულშერმა...
პოჩეტინო ყოფილ კლუბს დაერევა
„ტოტენჰემ ჰოთსპური” ბრძოლისთვის ემზადება — მაურისიო პოჩეტინოს უგო ლორისის „პარი სენ ჟერმენში” გატაცების შესაძლებლობა არ უნდა მისცეს. ლონდონელები, როგორც ჩანს, კაპიტნის პარიზში გაქცევას მაინც არ გამორიცხავენ და სამარქაფო ვარიანტს ამზადებენ. მათ „ვესტ ბრომვიჩიდან” სემ ჯონსტონის ან „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დინ ჰენდერსონის გადაბირება დაუგეგმავთ. „სფურზის” ყოფილი, წარმატებული თავკაცი, არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო „პარი სენ ჟერმენში” მუშაობას დაყაბულდა. პსჟ...
რაღა ძვირი იყიდოს, მანჩესტერმა?
23 წლის ინგლისელმა მეკარემ დინ ჰენდერსონმა ოლე გუნარ სულშერს გადაჭრით უთხრა, ან ძირითადში მათამაშე ან გამყიდეო. ჰენდერსონი „მანჩესტერ იუნაიტედს” კარგა ხანია იჯარით ჰყავს გასხვისებული და მან, ბოლო ორი სეზონი, „შეფილდ იუნაიტედში” შესანიშნავად ჩაატარა. ჰენდერსონს „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნება და ესპანელი დავიდ დე ხეას თადარიგში ჯდომა არ უნდა. მის სასარგებლოდ მუშაობს დე ხეას უხეში შეცდომებიც. აქა-იქ უკვე...
კლოპი გაისად ვეღარ გაისეირნებს
წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამხმელი, ექსპერტი ალან შირერი ამბობს, რომ მართალია „ლივერპულმა” წლევანდელი პრემიერლიგა 18-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ერთი ცხენის ჯირითი აღარ იქნება. „მანჩესტერ სიტის” „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი” შეუერთდებიან, რათა იურგენ კლოპს ამაყად გასეირნების საშუალება აღარ მისცენ. ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას „დიდი ოთხეული” დაუბრუნდა. „იუნაიტედმა” დაუმარცხებლად განვლო 14 შეხვედრა და დამაგვირგვინებელ თამაშში...





